მაშველმა ნაპირზე გამორიყული ცოცხალი ზვიგენი ხელში აიყვანა და... (+ვიდეო)
ამერიკულ ქალაქ ბიჩ-ჰეივენში, ნიუ-ჯერსის შტატში, მაშველებმა ნაპირზე გამორიყული ზვიგენი გადაარჩინეს.

თვითმხილველთა თქმით, საშულო ზომის ზვიგენი ნაპირთან მოცურდა და ქვიშაზე დარჩა. ერთ-ერთმა დამსვენებელმა ის ხელში აიტაცა. შემდეგ მტაცებელს მაშველები დაეხმარნენ. თევზის სიღრმეში დასაბრუნებლად მათ აკვაციკლი გამოიყენეს.

თევზი სანაპიროდან შორს გაუშვეს.

ქვიშის ზვიგენი ნიუ-ჯერსის სანაპიროებთანაა გავრცელებული. მათი სიგრძე 3.7 მეტრს აღწევს. ამ სახეობის წარმომადგენლები ნელი მოძრაობით გამოირჩევიან და ადამიანებს პირველები თავს არასოდეს ესხმიან.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?