გენეტიკური მოდიფიკაციის მოწინააღმდეგები შიშობენ, რომ თევზი არა მარტო ადმიანისთვის იქნება საშიში, არამედ სხვა თევზებისთვისაც, თუ იგი თავისუფლებაზე მოხვდება. ჯერჯერობით მოდიფიცირებული ორაგულის მოშენება ნებადართულია კანადასა და პანამაში სპეციალურ რეზერვუარებში. თევზი თავდაპირველად იქნება სტერილური, რათა ველურ ბუნებაში გამოირიცხოს შეჯვარება, გენეტიკური მუტანტის რეზერვუარის ფარგლებს
ზოგადად, ეს არის წყნარი ოკეანის ჩავიჩას გენჩანერგილი ატლანტიკური ორაგული. ეს გენი თევზის ზრდას აჩქარებს.
კომპანია AquaBounty-ის აზრით, პერსპექტივაში თევზის მოშენება შესაძლებელი იქნება პირდაპირ ხმელეთზე, დიდი ქალაქების გვერდით, თუმცა, საფიქრებელია, რამდენად მოისურვებენ მომხმარებლები გენმოდიფიცირებული თევზის მიღებას.
ლალი ჩხიკვაძე
mkurnali.ge