ასობით რვაფეხას ხმელეთზე ამოსვლამ უელსის მცხოვრებლები საგონებელში ჩააგდო (+ვიდეო)
ბრიტანეთის ქალაქ ნიუ-კიში (უელსი), ხმელეთზე ათობით რვაფეხა გამოვიდა.

"The Guardian"-ის ცნობით, რვაფეხებს (Eledone cirrhosa) ქალაქის სანაპიროზე ზედიზედ სამი ღამის მანძილზე ხედავდნენ. მოგვიანებით, ზოგი მათგანი ნაპირზე მკვდარი იპოვეს.

ადგილობრივი მცხოვრების თქმით, მიწაზე მხოხავი მოლუსკები აპოკალიფსისმაგვარი სანახაობა იყო.
”სანაპიროზე 20-25 ამოვიდა", - ყვება ადგილობრივი მცხოვრები, - "არასდროს მინახავს მსგავსი რამ. რამდენიმე მათგანი ზღვაში დავაბრუნე.”

ბრიტანეთის ნაციონალური ზღვის აკვარიუმის კურატორი პლიმუტში, ჯეიმს რაიტი, ამტკიცებს, რომ მისთვის კიდევ ორი მსგავსი ინციდენტია ცნობილი.

მისი თქმით, წინა კვირას რვაფეხები უელსში, დევონის საგრაფოს ჩრდილოეთითაც ნახეს.
რაიტი აღნიშნავს,
რომ სანაპიროზე გამოსული რვაფეხების რაოდენობა ძალზე უჩვეულოა და ეს იმაზე მიუთითებს, რომ მათთან რაღაც არ
არის წესრიგში.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?