პუი-პუი - ყველაზე თანამედროვე ბაჭია მსოფლიოში (+ფოტო)
პუი-პუი - ყველაზე თანამედროვე ბაჭია მსოფლიოში (+ფოტო)
შინაურ დეკორატიულ ბაჭიას, სახელად პუი-პუი, 60-ზე მეტი ხელმომწერი ჰყავს ინსტაგრამის გვერდზე.
ბაჭიას პოპულარობა მოუტანა მისმა ორიგინალურმა ტანსაცმელმა, რომელსაც მოსიყვარულე პატრონი აცმევს.

პუი-პუი ძალიან საყვარელია შერლოკ ჰოლმსის ტანსაცმელში, ასევე ბრიტანელი გვარდიელის ფორმაში, ვიოლინოთი ან ფრაკში გამოწყობილი. 

პატრონს ის ძალიან უყვარს, გემრიელი საკვებით ანებივრებს, ხშირად ასეირნებს საბელით პარკში და მწვანე მინდორზე.

პუი-პუის პატრონი იაპონელია.

ბაჭიას პოპულარობა იმდენად გაიზარდა, რომ ავსტრალიაში პუი-პუი ბაჭიების კაფის გახსნაზე მიიწვიეს.

პუი-პუი ჰოლანდიური ჯიშისაა. მას დიდი ყურები აქვს. ეს ბაჭია პატარა ზომისაა და შესანიშნავი შინაური ბინადარია, რადგან დიდ
მოვლას არ ითხოვს და ძალიან კარგად გამოიყურება. მთავარია, მოუაროთ მის ბეწვსა და ყურებს.
გალერეა
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?