ქუჩიდან აყვანილი ძაღლი ახალ პატრონთან ერთად მსოფლიოს გარშემო მოგზაურობს (+ფოტო)
ქუჩიდან აყვანილი ძაღლი ახალ პატრონთან ერთად მსოფლიოს გარშემო მოგზაურობს (+ფოტო)
კაორი ტომერუ მექსიკაში ინგლისური ენის ექვსთვიან პროგრამაში მონაწილეობდა, როდესაც მეგობრებმა ადგილობრივ პარკში წასვლა შესთავაზეს. იქ უსახლკარო ძაღლი ნახეს.

“ის პარკში იყო. საკვებს ითხოვდა,” - ყვება ტომერუ, - “გამხდარი და ჭუჭყიანი იყო. როგორც ჩანს, ვიღაცას მისთვის ვარდისფერი საღებავი გადაესხა”.

მეგობრებმა ვერ დატოვეს ძაღლი გასაჭირში. მეორე დღეს ადგილობრივ ვეტერინართან მიიყვანეს. ძაღლს რალფი დაარქვეს.

ტომერუმ და მისმა მეგობრებმა რალფისთვის პატრონის პოვნა გადაწყვიტეს.
“თავიდან მისთვის კარგი სახლის პოვნა ვცადეთ, მაგრამ ყველაფერი იმით დასრულდა, რომ იგი მე წავიყვანე”, - ამბობს კაორი.

სამწუხაროდ, ეს არ იყო ადვილი.
როდესაც სახლში დაბრუნების დრო მოვიდა, ტომერუმ ვერ შეძლო რალფის თვითმფრინავზე აყვანა იმის გამო, რომ სან-ლუის-პოტოსის
აეროპორტში არ იყო ისეთი თვითმფრინავები, რომლებიც ძაღლის გადაყვანას უზრუნველყოფდა.

მოგვიანებით ტომერუ და მისი მამა ნიუ-იორკიდან უკან მექსიკაში დაბრუნდნენ და რალფი თან წაიყვანეს.

სწორედ ამ მგზავრობის დროს ტომერუ მიხვდა, რომ რალფს ძალიან უყვარს მოგზაურობა.

“მას უყვარს მანქანით, მატარებლით ან ნავით მოგზაურობა”, - ამბობს ტომერუ, - "თუ ამ ქვეყანაზე არსებობს ძაღლი, რომელსაც მოგზაურობა უყვარს, მაშ ეს ძაღლი რალფია”.

ტომერუმ რალფთან ერთად მსოფლიოში მოგზაურობა დაიწყო.

ეს ძალიან ბედნიერი დასასრული ინებოდა, მაგრამ... რალფი ავადაა...

ოქტომბერში რალფს ხველა დაეწყო.

“ის სულ ჯანმრთელი იყო, - ამბობს ტომერუ, - დიაგნოზის დასმა რთული აღმოჩნდა, თუმცა, საბოლოოდ დადგინდა, რომ მას გულის პრობლემა აქვს. რალფის დაავადება იშვიათია და ურთულეს საოპერაციო ჩარევას მოითხოვს. წამლებს შეუძლიათ მისი სიცოცხლე გაახანგრძლივონ, მაგრამ განკურნება შეუძლებელია."

ოპერაცია რალფის სიცოცხლის გადარჩენის ერთადერთი შესაძლებლობაა, მაგრამ ის 25 000 დოლარი ჯდება.

“მთელი ცხოვრების მანძილზე ბინისთვის დაგროვებულ ფულს მოვახმარ რალფს, მაგრამ ეს თანხა საკმარისი არაა”, - აღნიშნავს რალფის პატრონი.

მან დაიწყო კამპანია GoFundMe და უკვე 6 000 $ შეაგროვა.

რალფი და ტომერუ საუკეთესო მეგობრები არიან და ერთმანეთის გარეშე სიცოცხლე ვერც წარმოუდგენიათ.

“მექნება სხვა ფული, მაგრამ ვერასოდეს მეყოლება სხვა რალფი!” - ამბობს კაორი ტომერუ.

იხილეთ ფოტოგალერეა
გალერეა
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?