პატრონის მიერ მოწყობილ სიურპრიზს კატა აგრესიულად შეხვდა (ემოციური ვიდეო)
ნიუ-იორკში მცხოვრებ 21 წლის ანა კოლარუსოს სახესა და ფეხებზე ჭრილობები ჰქონდა მას შემდეგ, რაც თავისმა კატამ სემიმ დაკაწრა.

შვიდი წლის ცხოველი პატრონს იმ დროს დაესხა თავს, როცა გოგონა ჩემოდანში დამალვას ცდილობდა. მას კატის შეშინება არც უფიქრია. უნდა აღინიშნოს, რომ სემი პატრონს სასტუმროში რამდენიმე წუთი უთვალთვალებდა - კაწრავდა მას და შეტევაზე გადადიოდა.

ანას თქმით, ის ჩემოდანში მოთავსდა იმის გამო, რომ თავისი მეგობარი ბიჭისთვის დაემტკიცებინა, თუ რამდენად მარტივად შეეძლო პატარა სივრცეში "მოკალათება".

"მე ჩავძვერი ჩემოდანში იმიტომ, რომ ჩემი სიმაღლე 152 სმ-ს არ აღემატება.
ჩემს მეგობარ ბიჭს კი აინტერესებდა, მოვთავსდებოდი თუ არა ასეთ პატარა სივრცეში. როდესაც ჩემოდნიდან ამოვძვერი, სემი
ძალიან შეშინდა. ვფიქრობ, რომ იგი ძალიან შეშინებული იყო და საფრთხეს გრძნობდა, რადგან აქამდე სემი თავს არასოდეს დამსხმია", - ამბობს გოგონა.

გოგონამ ვიდეო Twitter-ის საკუთარ გვერდზე განათავსა, სადაც კადრები 150 ათასზე მეტმა ადამიანმა იხილა.

"საოცრად შეშინებული ვიყავი, როგორც მე, ისე დედა და ჩემი ძმა, მაგრამ კატა დამშვიდდა და იმ ღამეს ჩემს გვერდით ეძინა", - წერს სოციალურ ქსელში ანა კოლარუსო.

წყარო: metro.co.uk

ასევე იხილეთ: 

სპილომ ბრაკონიერი მეგობრების თვალწინ გათელა

კატა ძაღლების ხროვას მარტო გაუმკლავდა

მამაკაცი კატის დასახმარებლად გაიქცა, თუმცა, იქ დიდი სურპრიზი დახვდა


კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?