სპილომ ბრაკონიერი მეგობრების თვალწინ გათელა
სპილომ ბრაკონიერი მეგობრების თვალწინ გათელა
კრიუგერის ნაციონალურ პარკში (სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა) სპილომ ბრაკონიერი გათელა და სიკვდილამდე მიიყვანა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი პოლიცია "თვითერის" საკუთარ გვერდზე ავრცელებს.

მონადირეების ჯგუფი ნაკრძალის ტერიტორიაზე უკანონოდ შეიპარა. ერთ-ერთი მათგანი მარტორქის მოკვლას აპირებდა, როდესაც მას სპილო თავს დაესხა. ცხოველმა, მეგობრების თვალწინ, ბრაკონიერი გათელა. მოწმეებმა ნაკრძალი სასწრაფოდ დატოვეს და მამაკაცის ოჯახს დაუკავშირდნენ.

3 აპრილს ნაკრძალის თანამშრომლები სხეულის საძებნელად ტერიტორიაზე გავიდნენ. მათ გვამის ნარჩენები, მომდევნო დღეს, "ნიანგის ხიდთან" აღმოაჩინეს.

"ადგილზე მხოლოდ ადამიანის ჩონჩხი და მისი შარვალი ვიპოვეთ. სავარაუდოდ, გვამი მშიერი ლომების პრაიდმა იპოვა", - ამბობს
ნაკრძალის თანამშრომელი.

Zooclub

ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, სამი ბრაკონიერი დაჭერილია. სასამართლოში პირველი მოსმენა 5 აპრილს გაიმართა. მათ
ბრალი წარდგენილი აქვთ ნაკრძალის ტერიტორიაზე არაკანონიერად შეღწევისთვის, იარაღის უკანონო ტარებისთვის და არალეგალური ნადირობისთვის. განმეორებითი მოსმენა 12 აპრილს გაიმართება.

წყარო: cnn.com


ნონა
ყველა ბრაკონიერი და მონადირე ასე უნდა გაითელოს! თვითონ იჭრებიან ცხოველთა სამყაროში და, კლავენ ყველაფერს რაც კი შეხვდებათ გზაზე. არ მეცოდებიან ეს ცხოველების მკვლელები, მიიღეს ის რაც დაიმსახურეს. რა უნდათ რას დაბოდიალებენ, იყვნენ იცოცხლონ გიშავებენ რამეს? შე ოხერო , რო შედიხარ იარაღით და ესვრი ბუმერანგის წესი მაინც არ გაგიგია?! ცუდიც და კარგიც არ იკარგება ბუნებაში! გააკეთებ ცუდს? ისევ და ისევ აუცილებლად დაგიბრუნდება, ასეთია ბუნების კანონი!
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?