კუდიანი უცხოპლანეტელი – აღმოჩენილია ყველაზე ულამაზო კატა მსოფლიოში, მაგრამ მისი პატრონი დარწმუნებულია, რომ ის უსაყვარლესია (+ფოტო)
კუდიანი უცხოპლანეტელი – აღმოჩენილია ყველაზე ულამაზო კატა მსოფლიოში, მაგრამ მისი პატრონი დარწმუნებულია, რომ ის უსაყვარლესია (+ფოტო)
ყველა კატა საკუთარ თავზე შეყვარებული ავაზაკია. ისინი ჩვენი სამყაროს დაპყრობაზე ოცნებობენ. მათი უმეტესობა ამ მიზანს ოსტატურად მალავს - ყველას რბილბეწვიან ზარმაც არსებად აჩვენებენ თავს და ჩუმად მზაკვრულ გეგმებზე ფიქრობენ.

ყველა კატა ასეთი ფარისეველი არაა. გაიცანით ერთ–ერთი ასეთი კრისტალურად სუფთა და პატიოსანი კატა - ჯორდანი. მას თქვენ სულაც არ მოსწონხართ და ის არც მალავს ამას.
ჯორდანი სფინქსია. ეს უბეწვო კატების ჯიშია, რომელიც არასწორი მუტაციის შედეგად გამოიყვანეს.

ჯორდანი 5 წლისაა და ის თავის პატრონთან, სანდა ფილიპთან ერთად შვეიცარიაში ცხოვრობს.

“როდესაც პირველად დავინახე, მან მაშინვე
დაიპყრო ჩემი გული. მისი ვარდისფერი კანი, ოკეანივით ცისფერი თვალები… მე ის ერთი ნახვით შემიყვარდა”, –
იხსენებს კატის პატრონი.

ჯორდანი ინსტაგრამში არის სახელით “შიშველი კატა”.

იგი უფრო ხვეულებიან ტვინს გავს, ვიდრე კატას.

ყველაზე მეტად ჯორდანს ფანჯარაში ჯდომა, ფრინველებზე დაკვირვება და პატრონთან ჩახუტება უყვარს.

თუმცა, ბევრი ადამიანი თვლის, რომ ჯორდანი ულამაზოა, სანდრა აღნიშნავს, რომ მისი კატა სასაცილო და მორიდებული ფისუნიაა. და საერთოდ – ის უზომოდ საყვარელია.
გალერეა
Manana
ძალიანაც ლამაზია
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?