დღის ფოტო: კატის რეაქცია, რომელსაც პატრონი ეჩხუბა
დღის ფოტო: კატის რეაქცია, რომელსაც პატრონი ეჩხუბა
იმ კატის უსაყვარლესი ფოტო, რომელიც თავის მეგობრის თათებში თავჩარგული წევს მას შემდეგ, რაც პატრონმა უსაყვედურა, Reddit.com-ის ფოტოებს შორის პირველ ადგილზე მოექცა.

"დღეს ჩემს კატას ვუყვირე. 5 წუთის შემდეგ, ის ვიპოვე მეგობრის თათებს ჩახუტებული, რომელიც ეჭვის თვალით მაკვირდებოდა და თითქოს მეუბნებოდა, რომ ამ საქციელს არ მაპატიებდა", - წერს ფოტოს ავტორი.

Zooclub

სოციალური ქსელის მომხმარებლებმა სევდიან კატას მხარი აუბეს და შინაური ბინადრის მფლობელს ურჩიეს, ძილის დროს საძინებლის კარი დაეკეტა... სხვები ფოტოს ავტორს პირდებოდნენ, რომ მასთან Reddit-ზე მეგობრობას გააუქმებდნენ, თუ კიდევ ერთხელ დაუყვირებდა საკუთარ კატას. ზოგიერთი მათგანი
ცხოველის პატრონს ურჩევდა, კატისთვის ყვირილის ნაცვლად, წყლის წვეთები დაესხა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ცუდად მოიქცეოდა.

"ასეთი რამ არასოდეს მინახავს. როგორ შეიძლება კატა ამ მდგომარეობამდე მიიყვანო?"- წერს კომენტარებში სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი.

ასევე იხილეთ:

უზარმაზარი გერმანული დოგის რეაქცია, როდესაც პატარა კნუტმა ცხვირში თათი ჩაარტყა

კატების რეაქცია, როდესაც გააცნობიერეს, რომ ვეტერინართან მიიყვანეს

ძუ ლომმა ხვადს ეჭვიანობის სცენა მოუწყო
emigranti manana
ცხოველები უკეთესები არიან ვიდრე ჩვენ,ყვირილი არ შეიძლება,ყველაპერი ესმით.აი,ადამიანები საზიზღრები არიან,ზოგიერთი რასაკვირველია.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?