პენსიონერის სახლიდან მის მიერ მოპარული 14 შინაური კატა გაათავისუფლეს
პენსიონერის სახლიდან მის მიერ მოპარული 14 შინაური კატა გაათავისუფლეს
ტრაფორდის (დიდი ბრიტანეთის) პოლიცია 11 კატის პატრონის ვინაობის დადგენას ცდილობს. ეს კატები ასაკოვანმა ქალბატონმა მოიპარა და სახლში ჩაამწყვდია. ბინადრების ფოტოები სამართალდამცავებმა ინტერნეტში განათავსეს.

გამოცემა "Manchester Evening News"-ის ცნობით, კვირის დასაწყისში პოლიციაში მცხოვრებლების ჯგუფმა განაცხადა, რომ მათი ხანში შესული მეზობლის სახლში ”დიდი რაოდენობის კატა” ცხოვრობს.

ამის შემდეგ სოციალურ ქსელში დიდი მანჩესტერის სხვადასხვა რაიონში დაკარგული შინაური კატების შესახებ ინფორმაციის ძიება დაიწყეს.

პოლიციელები ამ ინფორმაციის შესამოწმებლად ადგილზე გავიდნენ და მართლაც აღმოაჩინეს, რომ მოხუც ქალბატონს ყავდა ათზე მეტი კატა, რომელთაგან სამი მათგანის პატრონი ძალიან
მალე იპოვეს, მაგრამ დანარჩენი 11 კატის პატრონებს ჯერ კიდევ ეძებენ.

ცხოველთა დამცველები, რომლებიც პენსიონერი ქალბატონის
სახლიდან კატების ჩამორთმევის ფაქტს დაესწრნენ, აღნიშნავენ, რომ ცხოველები ძალიან მოვლილები არიან, როგორც ჩანს, მათზე ზრუნავდნენ.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?