გარდაცვლილი პენსიონერის ბინიდან 19 კატა გადაარჩინეს
გარდაცვლილი პენსიონერის ბინიდან 19 კატა გადაარჩინეს
გარდაცვლილი პენსიონერის ბინიდან 19 კატა გადაარჩინეს. მათ ახალ საცხოვრებელს ქალაქის მცხოვრებლებისა და მოხალისეების შესაწირი, ასევე, გარდაცვლილის უკანასკნელი პენსია მოხმარდა.

"თავიდან ბინის დალაგებაში გვთხოვეს დახმარება. ბინის პატრონი რეანიმაციაში მოხვდა, მაგრამ როდესაც ადგილზე მივედით, ბებია უკვე გარდაცვლილი დაგვხვდა", - ჰყვება მოხალისე ნატალია ანგოლტი, - "ორი კატა პირველივე დღეს წავიყვანეთ. 17 კი - დღეს. სულ 19 კატა იყო”.

Zooclub

Zooclub

Zooclub

პრობლემები მაშინ შეიქმნა, როდესაც იანვრის შუა რიცხვებში ცხოველები მომვლელის გარეშე დარჩნენ. მათ საცხოვრებელს აღარავინ ასუფთავებდა. სახლიდან გამოსულ მძაფრ სუნზე ჯერ სადარბაზოში მეზობლებმა გამოთქვეს უკმაყოფილება. დაკრძალვის
შემდეგ მემკვიდრეებზე გადაცემამდე ბინა ნახევარი წლის მანძილზე უნდა დაელუქათ, რაც ბებიის კატებისთვის გარდაუვალ და წამებით
სიკვდილს ნიშნავდა.

Zooclub

Zooclub

კატების ბედი ფაქტობრივად 2-3 დღეში უნდა გადაწყვეტილიყო. საბედნიეროდ, ბებიის ნათესავი, რომელიც გერმანიიდან ჩელიაბინსკში ჩამოფრინდა, ძალიან გულმოწყალე აღმოჩნდა. მან ბებიის ბოლო პენსია, ასევე თავისი შემოწირულობა კატების გადარჩნას დაუთმო. თანხა ასევე ქალაქის მცხოვრებლებმა გაიღეს და ამ თანხებით თავშესაფარმა “ჩვენი სახლი” შეიძინა პატარა ფართი, სადაც ბებიას 19 ფისო ჯერ კარანტინში იცხოვრებენ.

მოხალისეები შეშინებულ კატებს მთელ ბინაში დასდევდნენ, რის დროსაც ავეჯის ადგილის შეცვლაც კი მოუწიათ.

Zooclub

კარანტინის შემდეგ ფისოებს თავშესაფარში გადაიყვანენ, საიდანაც შემდეგ გააჩუქებენ.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?