ქალი ვერ ხვდებოდა, რატომ წვებოდა კატა მის მხარზე. სიმართლე საშინელი აღმოჩნდა!
ქალი ვერ ხვდებოდა, რატომ წვებოდა კატა მის მხარზე. სიმართლე საშინელი აღმოჩნდა!
ტყუილად არ უთქვამთ, რომ ცხოველებს მეექვსე გრძნობა აქვთ განვითარებული. ჩვეულებრივი შეგრძნების ორგანოებით ეს შეუძლებელია. მსგავსი ექსტრასენსული უნარის დემონსტრირება შავ-თეთრმა კატამ, სახელად ტომმა მოახდინა.

მისმა პატრონმა, ხანში შესულმა ქალბატონმა სიუ მაკკენზიმ ქუჩიდან შავ-თეთრი კნუტი აიყვანა. თავიდან ის კნუტს სახლთან ახლოს აჭმევდა, შემდეგ კი სახლშიც შეუშვა. მისი მეუღლე თავიდან შინაური ცხოველის მოყვანის წინააღმდეგი იყო, მაგრამ ცოლს ხათრი ვერ გაუტეხა.

Zooclub

ტომი გაშინაურდა, თუმცა, მაინც ინარჩუნებდა თავის დამოუკიდებლობას. მას არ უყვარდა ზედმეტი სინაზე და პატრონს ხშირად არ აძლევდა ხელში აყვანის უფლებას. მაგრამ ერთხელ მისი ქცევა სრულიად
შეიცვალა.

Zooclub

კატა პატრონს აღარ შორდებოდა და სულ ხელში აყვანას სთხოვდა. მერე კი ტომი ცდილობდა თათები
სიუს მარჯვენა მხარზე დაედო, ან იქ მთელი სხეულით ჩახუტებოდა.

Zooclub

პატრონებს ეგონათ, რომ მათი ფუმფულა კატა ავად გახდა და ვეტერინართან წაიყვანეს, თუმცა, სამედიცინო გამოკვლევებმა ტომის ჯანმრთელობაში არანაირი ცვლილება არ გამოავლინა. ამ პერიოდში კატა ისევ ცდილობდა სიუს მარჯვენა მხართან ახლოს ყოფილიყო, თითქოს რაღაცის თქმა სურდა.

Zooclub

ამ ყველაფერმა ქალი დააეჭვა და გადაწყვიტა თავისი ჯანმრთელობა შეემოწმებინა.
"როდესაც ტომის ყურადღების ცენტრში ჩემი მხარი აღმოჩნდა, მომეჩვენა, რომ იქ რაღაც პრობლემა მქონდა. ეს ყველაფერი უფრო ქვეცნობიერ დონეზე იყო. რომ არა ჩემი კატა, ალბათ ამას არასოდეს მივაქცევდი ყურადღებას, მაგრამ ყოველი შემთხვევისთვის, მაინც მივმართე კლინიკას", - ამბობს სიუ მაკკენზი.

Zooclub

გამოკვლევის შედეგი შოკისმომგვრელი იყო! მას მხარში ავთვისებიანი სიმსივნე აღმოაჩნდა. საბედნიეროდ, დაავადება არ იყო საკმაოდ განვითარებული. ექიმების თქმით, ოპერაციისა და ქიმიოთერაპიის კურსის შემდეგ სიუ მაკკენზი სრულიად განიკურნა.

Zooclub

"არც კი ვიცი, როგორ გამოვხატო ჩემი მადლიერება ტომისადმი. მან მე გადამარჩინა!", - გვიზიარებს თავის განცდებს ბედნიერი ქალბატონი.

თავად კატა კი ისე იქცევა, თითქოს განსაკუთრებული არაფერი მომხდარიყოს. ის ისევე მარტო დადის და უხალისოდ თანხმდება პატრონს ხელში აყვანაზე.
manana-sh
ეჭვი არ მეპარება, კატები მაგარი ,,ექიმები" არიან.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?