ქალი ვერ ხვდებოდა, რატომ წვებოდა კატა მის მხარზე. სიმართლე საშინელი აღმოჩნდა!
ქალი ვერ ხვდებოდა, რატომ წვებოდა კატა მის მხარზე. სიმართლე საშინელი აღმოჩნდა!
ტყუილად არ უთქვამთ, რომ ცხოველებს მეექვსე გრძნობა აქვთ განვითარებული. ჩვეულებრივი შეგრძნების ორგანოებით ეს შეუძლებელია. მსგავსი ექსტრასენსული უნარის დემონსტრირება შავ-თეთრმა კატამ, სახელად ტომმა მოახდინა.

მისმა პატრონმა, ხანში შესულმა ქალბატონმა სიუ მაკკენზიმ ქუჩიდან შავ-თეთრი კნუტი აიყვანა. თავიდან ის კნუტს სახლთან ახლოს აჭმევდა, შემდეგ კი სახლშიც შეუშვა. მისი მეუღლე თავიდან შინაური ცხოველის მოყვანის წინააღმდეგი იყო, მაგრამ ცოლს ხათრი ვერ გაუტეხა.

Zooclub

ტომი გაშინაურდა, თუმცა, მაინც ინარჩუნებდა თავის დამოუკიდებლობას. მას არ უყვარდა ზედმეტი სინაზე და პატრონს ხშირად არ აძლევდა ხელში აყვანის უფლებას. მაგრამ ერთხელ მისი ქცევა სრულიად
შეიცვალა.

Zooclub

კატა პატრონს აღარ შორდებოდა და სულ ხელში აყვანას სთხოვდა. მერე კი ტომი ცდილობდა თათები
სიუს მარჯვენა მხარზე დაედო, ან იქ მთელი სხეულით ჩახუტებოდა.

Zooclub

პატრონებს ეგონათ, რომ მათი ფუმფულა კატა ავად გახდა და ვეტერინართან წაიყვანეს, თუმცა, სამედიცინო გამოკვლევებმა ტომის ჯანმრთელობაში არანაირი ცვლილება არ გამოავლინა. ამ პერიოდში კატა ისევ ცდილობდა სიუს მარჯვენა მხართან ახლოს ყოფილიყო, თითქოს რაღაცის თქმა სურდა.

Zooclub

ამ ყველაფერმა ქალი დააეჭვა და გადაწყვიტა თავისი ჯანმრთელობა შეემოწმებინა.
"როდესაც ტომის ყურადღების ცენტრში ჩემი მხარი აღმოჩნდა, მომეჩვენა, რომ იქ რაღაც პრობლემა მქონდა. ეს ყველაფერი უფრო ქვეცნობიერ დონეზე იყო. რომ არა ჩემი კატა, ალბათ ამას არასოდეს მივაქცევდი ყურადღებას, მაგრამ ყოველი შემთხვევისთვის, მაინც მივმართე კლინიკას", - ამბობს სიუ მაკკენზი.

Zooclub

გამოკვლევის შედეგი შოკისმომგვრელი იყო! მას მხარში ავთვისებიანი სიმსივნე აღმოაჩნდა. საბედნიეროდ, დაავადება არ იყო საკმაოდ განვითარებული. ექიმების თქმით, ოპერაციისა და ქიმიოთერაპიის კურსის შემდეგ სიუ მაკკენზი სრულიად განიკურნა.

Zooclub

"არც კი ვიცი, როგორ გამოვხატო ჩემი მადლიერება ტომისადმი. მან მე გადამარჩინა!", - გვიზიარებს თავის განცდებს ბედნიერი ქალბატონი.

თავად კატა კი ისე იქცევა, თითქოს განსაკუთრებული არაფერი მომხდარიყოს. ის ისევე მარტო დადის და უხალისოდ თანხმდება პატრონს ხელში აყვანაზე.
კოტე
ბიძაშვილს ავარიაში ფეხი და კუდუსნის ძვალი დაუზიანდა. 6 თვე დაწოლილი იყო, როდესაც მძიმე ტკივილები ეწყებოდა კატა მონატეხ ადგილას მიუწვებოდა და ტკივილი უქრებოდა.
დათო
კენჭის გავლა მქონდა თირკმელში, უეცრად მომცა შეტევა, ოთახში რომ უნდა შევსულიყავი. ნაბიჯი ვეღარ გადავდგი და ტახტი კარებთან გამომიტანეს და წამომაწვინეს. მაშინვე ჩემი კატა შემოვარდა გარედან ხმამაღალი კნავილით(განწირული კივილის მსგავსი) და დამაწვა მტკივანი თირკმელის მხარეს. რამდენიმე წუთში წამოვდექი, ტკივილმა გადამიარა, მაშინ როცა ნოშპა და ბანალგინი ვენაში ვერ მიყუჩებდა გაუსაძლის ტკივილს სხვა დროს.
rusudan
ნერვიულობის დროს კატას ვიხუტებ გულსი და მეხსნება ყოველგვარი ნერვიულობა.
datiko48-s
საინტერესო იყო, ერთს დავამატებ, რომ კატა მხოლოდ იმ შემთხვევაში ,,მკურნალობს", როცა გრძნობს, რომ პატრონს ძალიან უყვარს. პირადად მე უძილობა და საშინელი თავის ტკივილები მაწუხებდა, ერთ საღამოს ბალიშზე თვი დავდე თუ არა ჩემი ფისოს ბალიშზე მოკალათდა, როგორ ჩამეძინა ვერ გავიგე, რომ იტყვიან ძილის უფსკლურში გადავეში, სამი დღე ასე მეორდებოდა, მას მერე თავს კარგად ვგრძნობ, ვეხვეწები ჩემს კატუნიას, მაგრამ მას შემდეგ აღარ ისურვა ჩემთან ძილი. მე მჯერავს ცხოველებს დადებითი აურა აქვთ.
datiko48
ერთ ოჯახში ბავშვი იყო მთელი ერთი თვე ცუდათ,ხოლო ბოლო კვირაში საჭმელსაც ვერ იღებდა,სამედიცინო გამოკვლევებმა ვერაფერი დაადგინეს,ოჯახში ყავდატ ფისო,რომელიც ერთ დღეს მწოლიარე ბავშვს დააწვა მკერდზე,დედამ იკივლა მაგრამ ბებიამ შეაჩერა,ორი საათის შემდეგ ფისო ძვლის ჩამოვიდა და მიწვა კუთხეში,ხოლო პატარამ დედას თხოვა რომ რაღაცით გამოეკვება.ამის შემდეგ ბავშვს არაფერი გართულება აღარ ქონია,ხოლო ფისო სამი დღე იყო კუთხეში მივარდნილი,არც ჭამდა და წყალსაც არ იღებდა.მოვიდა ზაფხული,ოჯახი მიდიოდა მანქანით დასასვენებლად,მაგრამ ვერ ნახეს ფისო,შებრუნდნენ სახლში,ამ დროს მათ მანქანას დაეჯახა დიდი"გრუზავიკი",და რომ ყოფილიყვნენ მთელი ოჯახი ამოწყდებოდა,ხოლო ფისო იყო უკანა საბურავთან დამალული,და საწყალი გახდა ამ ავარიის მსხვრეპლი,ხოლო ოჯახი გადაარჩინა!!!
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?