კატასთან სამ საათიანი წინააღმდეობის შემდეგ მამაკაცმა პოლიცია გამოიძახა
კატასთან სამ საათიანი წინააღმდეობის შემდეგ მამაკაცმა პოლიცია გამოიძახა
არაპროგნოზირებადი სიცოცხლე საინტერესოა. თუმცა, ზოგჯერ ცოტა საშიში ხდება. ამერიკის ქალაქ სტემფორდის (კონექტიკუტის შტატი) მცხოვრები, აგრესიული კატის გამო, 3 საათის განმავლობაში ამაოდ ცდილობდა თავის სახლში შესვლას.

FOX CT-ის ცნობით, მამაკაცმა პოლიცია გამოიძახა. გამოძახებისას მან აღნიშნა, რომ მეუღლესთან ერთად სახლში დაბრუნებულებმა ვერ შეძლო შესვლა, რადგან კატა ძალიან აგრესიულად იქცეოდა. მან ფეხები დააფხაჭნა .

ასევე მამაკაცმა დააზუსტა, რომ ამ კატის წონა 3 კილოგრამით აღემატება ნორმას. ადგილზე მისულმა პოლიციელებმა შეძლეს კატის დაწყნარება და ოჯახმა, როგორც იქნა, შეძლო სახლში შესვლა. ასევე, წესრიგის დამცველებმა ოჯახის უფროსს ურჩიეს, რაღაც
პერიოდის განმავლობაში კატას მორიდებოდა.

მსგავსი შემთხვევა ადრე ფლორიდაში მოხდა. იქ რუსული ცისფერი ჯიშის კატის, სახელად
კუშის პატრონებს გააფრთრებული კატისგან თავის დასაცავად საძინებელ ოთახში მოუწიათ ჩაკეტვა. მათ მიერ გამოძახებულმა პოლიციელებმა კატა დროებით წაიყვანეს იმის გასარკვევად, ჰქონდა თუ არა მას ცოფი.





კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?