ამ ბიჭმა მხოლოდ საკვები დაუყარა უპატრონო კნუტს
ამ ბიჭმა მხოლოდ საკვები დაუყარა უპატრონო კნუტს
ადამიანის ცხოვრება ყოველთვის იცვლება სახლში ცხოველის მოყვანისთანავე. და აი, კიდევ ერთი პატარა ამბავი, რომელიც ამის მაგალითია:

"ეს პატარა კნუტი ვნახე მაშინ, როცა მეგობართან სამსახუში მივდიოდი. როდესაც კნუტი მომიახლოვნდა, ვიფიქრე, რომ ის 2 თვემდე იქნებოდა, ძალიან გამხდარი იყო და როცა ახლოდან შევხედე რწყილებიც კი ემჩნეოდა."

Zooclub

ბიჭს შეეცოდა კნუტი და უყიდა საკვები მაღაზიაში, რომელიც მშიერმა კნუტმა სულმოუთქმელად შეჭამა.

Zooclub

როდესაც მამაკაცმა გზა განაგრძო, კნუტი თავს არ ანებებდა და მიყვებოდა მას. ახალგაზრდა მამაკაცი, ნამდვილად არ ელოდებოდა კატის მსგავს რეაქციას. ცხოველი ბრმად მიენდო მას.

Zooclub

მამაკაცმა გადაწყვიტა,
კნუტი სახლში წაეყვანა. ცხოველის ერთი თვალი ცისფერი, ხოლო მეორე მწვანე ჰქონდა. ახალმა პატრონმა მას ლუნა
დაარქვა. ის იმდენად გამხდარი იყო, რომ პირველ ხანებში პატრონს ხელში ვერ აყავდა, ეშინოდა ზიანი არ მიეყენებინა მისთვის.

Zooclub

ლუნა ძალიან სასაცილო კნუტი აღმოჩნდა, ის თითქოს ცდილობდა, პატრონი ესიამოვნებინა თავისი სასაცილო თამაშითა და საქციელით.

Zooclub

"დიდი მადლობა ლუნას იმისთვის, რომ ამდენ სასიხარულო და სასიამოვნო დღეებს მჩუქნის, მან ჩემი ცხოვრება დადებითად შეცვალა."- ამბობს კნუტის პატრონი.

Zooclub

ასე გახდა ქუჩის კნუტი სრულფასოვანი ოჯახის წევრი, რომელზეც ზრუნავენ და უყვართ.

ასევე იხილეთ:

ყველაზე მოწყენილი კნუტი მსოფლიოში

გოგონამ პარკში შავი კნუტებით სავსე ძველი ჩემოდანი იპოვა

ფოტოგრაფმა ძაღლი უყურადღებო პატრონისგან იხსნა

რუსუდანი
კარგი ამბავია.ყველა ცოცხალი არსება იმსახურებს სიცოცხლეს და შინაური ცხოველების შემთხვევაში ჩვენი,ადამიანების, როლი მნიშვნელოვანია.ვალდებულები ვართ შინაური ცხოველების წინაშე.ეს ვალდებულება ღმერთმა დაგვაკისრა.
!
კნუტების თამაშის ცქერა საოქცრად ამშვიდებს ნერვულ აშლილობას! განსაკუთრებით ბავშვებში!
ნანა
ვგიჟდები ყველა არსებაზე რაც მოძრაობს,განსაკუთრებით ფისოებზე.ძალიან საყვარლები და საოცრად თბილები არიან.
ok
საოცარია, მაგრამ ჩემმა შვილმაც ძალიან მსგავსი შემთხვევის შემდეგ მოიყვანა კნუტი სახლში, რომელიც უკვე 12 წელია ჩვენთან ცხოვრობს.
lia...
მეც ეგრევე ავიყვანე ჩემი კატუჭა, ბავშვის ტვინი აქვს, ყველაფერი ესმის, უსაყვარლესია!
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?