ფოტოგრაფმა ძაღლი უყურადღებო პატრონისგან იხსნა (+ვიდეო)
ფოტოგრაფმა ძაღლი უყურადღებო პატრონისგან იხსნა (+ვიდეო)
ფოტოგრაფმა, ტრეისი ბასმა ძაღლი, სახელად ლუნა მექსიკის ქუჩებში შეამჩნია. ტრეისი მექსიკაში სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებდა. ის ძაღლების დიდი მოყვარული და გულშემატკივარია. მას სახლშიც ჰყავდა ძაღლი, რომელიც შვილებთან ერთად იზრდებოდა, ამიტომ ბასმა გადაწყვიტა, ლუნა გასაჭირში არ მიეტოვებინა. 

ლუნას ჰყავდა პატრონიც, რომელიც არ უვლიდა, არ აჭმევდა და საცოდავი ძაღლი შიმშილისგან ძლივს დადიოდა. დიდი თხოვნის შემდეგ, ტრეისმა ძაღლი უყურადღებო პატრონისგან დაიხსნა.

იხილეთ ვიდეო

უკიდურესად გამხდარი ძაღლი, იმდენად უძლური იყო, რომ საკვების ჭამაც უჭირდა, ამიტომ ტრეისმა ადგილობრივ ვეტ-ექიმთან მიიყვანა. გასინჯვის შემდეგ, ლუნას საგანგაშო არაფერი სჭირდა, თუმცა მოსაღონიერებლად ძაღლი,
გარკვეული პერიოდი, კლინიკაში უნდა დარჩენილიყო. ტრეისს ძაღლის მკურნალობა სოლიდური თანხა დაუჯდა, თუმცა ფოტოგრაფმა ყველანაირი ხარჯი
დაფარა. როცა ტრეისის სამუშაო პერიოდი მექსიკაში ამოიწურა, იგი ამერიკაში ლუნას გარეშე ჩამოვიდა, თუმცა, აქ არ დამთავრებულა ეს ამბავი.
ლუნა გამოჯანმრთელების შემდეგ, ამერიკაში, ახალ პატრონებთან "ჩავიდა". ძაღლი ტრეისმა და მისმა ოჯახმა ძალიან თბილად მიიღეს.

Zooclub

იხილეთ ვიდეო,როგორ დახვდა ლუნას ახალი ოჯახი.

ასევე იხილეთ:

ინდურმა სპილომ 50 წლიანი მონობიდან გათავისუფლების შემდეგ იტირა

ვის გადასარჩენად ჩავიდნენ ადამიანები არხში?

მან ბრძანება გასცა ძაღლი ცოცხლად დაემარხათ


ოჰ
რა ვიცი ჩვენთან ასე გამხდარი ძაღლი ჯერ არ მინახია,გასიებულები დადიან და პური რომ გადავუგდე ხოლმე პირი არ დააკარეს..
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?