რატომ აკეთებს კატა ამას? დროა, გავიგოთ მათი მთავარი საიდუმლო
რატომ აკეთებს კატა ამას? დროა, გავიგოთ მათი მთავარი საიდუმლო
რატომ უყვარს კატას პატარა ყუთში მალვა, ნივთების იატაკზე ჩამოყრა ან პატრონისკენ მიმართული დაჟინებული მზერა? ალბათ არაერთი კატის პატრონი დაფიქრებულა ამაზე. ჩვენ გადავწყვიტეთ მეცნიერული ახსნები მოგვეპოვებინა ამ ფაქტების შესახებ, რაც თქვენთვის საინტერესო უნდა იყოს.

როცა კატა დაჟინებით აკვირდება პატრონს:

Zooclub

ამ მეთოდით კატა პატრონის მიმართ ნდობას გამოხატავს. ის გიზიარებთ საკუთარ სტატუსს, თუმცა, დიდი ხნით დაჟინებულ მზერას სხვა ახსნაც აქვს... შესაძლოა, ცხოველი რაღაცით შეშინებულია. დაიმახსოვრეთ, არასოდეს უყუროთ თვალებში კატას. მან შესაძლოა ეს ჟესტი აგრესიის გამოვლინებად მიიღოს.

უეცარი თათების რტყმა, როცა მას ეფერებით:

Zooclub

ყველა
კატის მფლობელი შეხვედრია ამ ქცევას: ეფერებით კატას, ის მშვიდად წევს, ხოლო უეცრად წინა თათებით იჭერს
თქვენს ხელს და უკანა თათებით გირტყამთ.

ეს ქცევა ნიშანია იმისა, რომ მას მობეზრდა თქვენი მხრიდან ზედმეტი ყურადღება. შესაძლოა, მან აქამდეც მიგანიშნათ ამის შესხებ (მაგალითად მოფერების დროს თუ კატა ყურებს უკან წევს ან აქტიურად აქიცინებს კუდს), თუმცა, თქვენ ვერ მიხვდით, როდის უნდა შეჩერებულიყავით.

როცა კატა ნივთებს იატაკზე ყრის:

Zooclub

ყველაზე სახალისო ის არის, რომ კატა ამას სპეციალურად აკეთებს. ზოგჯერ ის ამ პროცესით ერთობა, რომელსაც თამაშად აღიქვამს, ხოლო ზოგჯერ ამ მეთოდით კატას სურს მიიქციოს ყურადღება.

როცა კატა უეცრად "გიჟდება" და იწყებს ოთახებში სირბილს:

Zooclub

შეგიმჩნევიათ, რომ კატა მშვიდად წევს, ხოლო შემდეგ უეცრად იწყებს ოთახებში სირბილს და საწოლზე ხტუნვას?

ექსპერტების თქმით, კატა ამას მოწყენილობისგან თავის დასაღწევად აკეთებს. კატა დაიღალა უმოქმედობით. მან შესაძლოა ხტუნვა დაიწყოს მზის სხივის, ბუზის დანახვისას. ნუ იფიქრებთ, რომ მას ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, მსგავსი მოქმედება ცხოველისთვის ნორმალურია.

როცა კატა ლოკავს სხვადასხვა ნივთს:

Zooclub

კატა ხშირად ლოკავს ნოხს, ტანსაცმელს ან სხვა ნივთებს. თუ კატას შეამჩნევთ მსგავს ქცევას, არ იფიქროთ, რომ მას შიმშილი აწუხებს ან გაგიჟდა. ცხოველი უბრალოდ სტრესს იხსნის, თუმცა, არსებობს სხვა მოსაზრებაც. მსგავსი გამოვლინება კატებში, დედასთან ადრეული დაშორების მიზეზია.

როცა კატა ყუთში იმალება:

Zooclub

იმ შემთხვევაშიც კი, თუ ყუთი პატარაა, კატა მასში მაინც ჩაძვრება. ექსპერტების თქმით, ის ამ მეთოდით ცდილობს სტრესის მოხსნას და შიშის დაძლევას. ყუთი კატისთვის სათამაშო არ არის. ეს არის ნამდვილი სამალავი, საიდანაც ამ უცნაურ ცხოველს შეუძლია ოთახში თვალთვალი.

კომპიუტერის კლავიატურაზე "სეირნობა":

Zooclub

კატა კლავიატურაზე რამდენიმე მიზეზის გამო დადის. პირველ ყოვლისა, მას შესაძლოა მოსწონს ღილაკების ხმა. მეორე მხრივ, მას სიამოვნებს კოპიუტერიდან წამოსული სითბოს შეგრძება. მესამე ვერსიის თანახმად, ცხოველს უბრალოდ აინტერესებს, რა ხდება მონიტორზე, თუმცა, რეალური მიზეზი ალბათ მეოთხე ვერსიაა - კატას არ ყოფნის თქვენი ყურადღება და ამ მეთოდით ცდილობს თქვენთან კონტაქტს.

ასევე იხილეთ:

რატომ აზიანებენ შინაური კატები ჩვენს ნივთებს?

რატომ უყვარს კატას ძილის დროს პატრონზე წოლა

რას ნიშნავს, როდესაც კატა წინა თათებით "მასაჟს აკეთებს"

მარიამი
დიდხანს ვცდილობდი გამეგო თუ რატომ აქიცინებდა კუდს ჩემი ფისოები როცა ვეფერებოდი ,ვფირობდი რომ არ სიამოვნებდათ მოფერება და პასუხტან ახლოს ვყოფილვარ ამის შემდეგ მოფერებისას ასე რომ დაიწყებენ აუცილებლად დავანებენ თავს რომ არ შევაწუხო ანგელოზები
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?