კეიტ მაქბრაიტ-ნიუმენი თავის შვილებთან სადილობდა - 10 წლის ინდინთან და ჯეკთან ერთად. სადილის შემდეგ გოგონა სასადილო ოთახიდან გავიდა და ამ დროს დედას ბავშვის ყვირილის ხმა მოესმა - "ღმერთო ჩემო!".
გოგონამ დედას უთხრა, რომ ნაძვის ხეზე დამაგრებულმა სათამაშომ
კეიტმა გადაწყვიტა ბავშვი დაერწმუნებინა, რომ საშიში არაფერია, მაგრამ შიში უსაფუძვლო არ აღმოჩნდა.
როგორც მოგვიანებით გაირკვა, ნაძვის ხეზე ცოცხალი ბუ იმალებოდა.
უნდა აღინიშნოს, რომ კეიტმა და მისმა ქმარმა ნაძვის ხე მადლიერების დღიდან ორი დღის შემდეგ იყიდეს. დღესასწაული ამ წელს 28 ნოემბერს აღინიშნებოდა. გამოდის, რომ ფრინველი სახლში დიდი დროის განმავლობაში ბინადრობდა.

იმისათვის რომ ბუ სახლიდან გაეშვათ, ოჯახმა ერთი ღამე კარი და ფანჯრები ღია დატოვა, მაგრამ ფრინველმა სახლში დარჩენა არჩია. კეიტი გარეულ ფრინველთა დახმარების ცენტრს დაუკავშირდა. მათ ურჩიეს, ბუსთვის ცოტა მოხარშული ქათმის ხორცი დაედოთ, რათა შიმშილით არ დასუსტებულიყო. მოგვიანებით კი, მათ ცენტრიდან სპეციალისტი ესტუმრა და ოჯახს ინსტრუქცია დაუტოვა, თუ როგორ უნდა მოქცეულიყვნენ, რათა ბუ გაფრენილიყო.

ფრინველი დაბნელებამდე გალიაში დატოვეს, ხოლო შემდეგ ტყეში გაუშვეს. რამდენიმე წუთში ბუ ხეებით დაფარულ ტერიტორიაზე გაუჩინარდა.

ასევე იხილეთ:
"მეტი არ დაალევინოთ!" - ბედნიერი პინგვინი სიხარულით ხვდება საშობაო სასუსნავს
გოგონამ შინაური გველისთვის საშობაო სვიტერები მოქსოვა
როგორც ჩანს, ამ ცხოველებს დღესასწაულზე სხვა გეგმები ჰქონდათ