"გიგანტურმა" ფრინველმა პირდაპირ ეთერში ამინდის პროგნოზის ტრანსლირება ჩაშალა (სახალისო ვიდეო)
ამერიკული ტელეარხის "KTVU"-ის წამყვანი, მარკ ტომაიო (Mark Tamayo), რომელიც მაყურებლებს ამინდის პროგნოზს პირდაპირ ეთერში აცნობდა, იძულებული გახდა, გადაცემა რამდენიმე წამით შეეწყვიტა, რადგან მის უკან, უეცრად, "გიგანტური" ფრინველი გამოჩნდა.

ფრინველი პირდაპირი ეთერისთვის განკუთვნილი კამერის ზემოდან მოკალათდა. დაუპატიჟებელმა სტუმარმა სან-ფრანცისკოს ხედი სრულიად დაფარა და რამდენიმე წამი კამერაში ზემოდან იყურებოდა.

საბედნიეროდ, ის მალე გაფრინდა და წამყვანს საშუალება მიეცა, გადაცემა გაეგრძელებინა.

ასევე იხილეთ:

ლაბრადორი პირდაპირი ეთერის დროს სტუდიაში შევარდა

უპატრონო კნუტი პირდაპირი ეთერის დროს სტუდიაში შეიპარა და კომპიუტერის კლავიატურაზე მოკალათდა

კადრში შემთხვევით გამოჩენილმა ძაღლმა ამინდის
პროგნოზის წამყვანი დააბნია
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?