უპატრონო კნუტი პირდაპირი ეთერის დროს სტუდიაში შეიპარა და კომპიუტერის კლავიატურაზე მოკალათდა (+ვიდეო)
თბილი სახლისა და მოსიყვარულე პატრონის ძიებაში უპატრონო კნუტი თურქული ტელევიზიის სტუდიაში შეიპარა და აღმოჩნდა წამყვანის მაგიდაზე, რომლსაც დილის გადაცემა პირდაპირ ეთერში მიჰყავდა.

წამყვანი კუდრეტ სელებიღლუ არ დაიბნა და გადაცემა მაგიდაზე მოსეირნე კნუტთან ერთად განაგრძო.

პატარა ცხოველი რამდენიმე წუთის შემდეგ იმდენად მოუშინაურდა სიტუაციას, რომ კლავიატურაზე მოკალათდა.

Zooclub

სელებიღლუმ მაყურებელს შემდეგი ტექსტით მიმართა: "როგორც იცით, ზამთარი ახლოვდება. ყინვის დროს შინაურ ცხოველებს ქუჩაში ცხოვრება უჭირთ. ეს ჩვენი სტუდიის დაუპატიჟებელი სტუმარია, რომელსაც უნდა მოვეფეროთ, მივცეთ წყალი და საკვები. ყველამ უნდა ვიზრუნოთ დაუცველ ცხოველებზე."

Zooclub

კნუტი საკვების
მიღების შემდეგ მოკალათდა და დაიძინა. ტელევიზიის ერთ-ერთ თანამშრომელს ცხოველი იმდენად მოეწონა, რომ მისი სახლში წაყვანა
გადაწყვიტა. მას "ჰუსნუ" დაარქვა, რაც "სიმპათიურ მამაკაცს" ნიშნავს.

ასევე იხილეთ:

უპატრონო ძაღლმა ფეხბურთის მსვლელობის დროს მოედანზე გასეირნება გადაწყვიტა

ლეკვი, რომელიც ბეისბოლის სტადიონზე მიატოვეს, გუნდის ყველაზე პატარა წევრი გახდა

ლაბრადორი პირდაპირი ეთერის დროს სტუდიაში შევარდა
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?