ქათამი თავად გახდა ქოლგა, რათა შვილები ძლიერი წვიმისგან დაეცვა (ემოციური ვიდეო)
"ადამიანის მსგავსად, დედა ქათამიც, ნაშიერების დასაცავად, ყველაფერს გააკეთებს", - წერს ინტერნეტ გამოცემა "Unilad"-ი.

კადრები, საპორტო ქალაქ ვიშაქაპატნამიდან (ინდოეთიდან), ვირუსულად გავრცელდა ინტერნეტ სივრცეში. ვიდეოში კარგად ჩანს, თუ რამდენად ერთგული და თავდადებული მშობელია ერთი ჩვეულებრივი ფრინველი - ის  საკუთარ ნაშიერებს ძლიერი წვიმისგან თავგანწირვით იცავს.

ერთი ციდა წიწილებს წვიმის შეეშინდათ და მაშინვე დედას მიეკვრნენ. ფრინველმა ფრთები გაშალა, რათა შვილები შეეფარებინა.

ისევე როგორც სხვა მშობლები, ფრინველი ყურადღებას არ აქცევს იმას, რომ თავად სველდება. მას მხოლოდ თავისი წიწილები აღელვებს.

"ეს ვიდეო ადგილობრივ თევზის ბაზარშია გადაღებული. ფაქტის თვითმხილველები ქათმის საქციელით
გაოცებულნი იყვნენ", - წერს სოციალურ ქსელში ვიდეოს ავტორი.

ასევე იხილეთ:

დედა ძაღლმა წყალდიდობის დროს ბუნაგში ჩარჩენილი
ლეკვები გადაარჩინა


დედა ენოტი შვილებს ფოცხვერისგან იცავს

დედები და შვილები ცხოველთა სამეფოში
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?