დედა ძაღლმა წყალდიდობის დროს ბუნაგში ჩარჩენილი ლეკვები გადაარჩინა (+ვიდეო)
ვიეტნამში ნალექი იშვიათობას არ წარმოადგენს. რამდენიმე ხნის წინ, ერთ-ერთ პროვინციაში ძლიერი წვიმა მოვიდა.

"წყალმა დაფარა დედა ძაღლის ბუნაგი, სადაც ის თავის შვილებთან ერთად ცხოვრობდა. ლუმ (ძაღლის სახელი) გამოსვლა შეძლო, თუმცა, ოთხმა პატარა ლეკვმა თავის დაღწევა ვერ მოასწრო. დედა ძაღლი მათ არ ტოვებდა და გაცოფებული თხრიდა წყლით დაფარულ მიწას, რომ პატარები სამშვიდობოს გამოეყვანა", - წერს გამოცემა "Daily Mail"-ი.

საბედნიეროდ, ცხოველს დაეხმარნენ ადამიანები, რომლებიც დაგუბებულ წყალს ჭურჭლით იღებდნენ, რათა ლუსთვის სამუშაო შეემსუბუქებინათ. 

შესაძლებლობისთანავე, ძაღლი წყლით დაფარულ ბუნაგში შეძვრა. რამდენიმე წამის შემდეგ მან გამოიყვანა ცოცხალმკვდარი
ლეკვი, რომელსაც ადამიანებმა გულის მასაჟი ჩაუტარეს და გამოაცოცხლეს. საბედნიეროდ, ოთხივე ლეკვი გადარჩა და ყოველივე დედა
ძაღლის დამსახურებაა, რომელმაც წარმოუდგენელი გმირობა გამოიჩინა თავისი პატარების გადასარჩენად.

იხილეთ ვიდეო


კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?