მეორე მიზეზი იმისა, რომ ხუნდებს ქუჩაში ვერ ვხედავთ ისაა, რომ ისინი დაბადებიდან 4-დან 6 თვემდე ბუდეებს არ ტოვებენ. მტრედები შესანიშნავი მშობლები არიან. დედალი და მამალი მტრედები აჭმევენ თავის ბარტყებს, ხოლო თუ ერთ-ერთი მშობელი იღუპება, მეორე ბარტყების გასაზრდელად ყველა ღონეს ხმარობს, თუმცა, ამ შემთხვევაში მასზე ორმაგი დატვირთვა მოდის.
მას შემდეგ, რაც ბარტყები ბუდეს ტოვებენ, უკვე დამოუკიდებლად მოიპოვებენ საკვებს და მშობლების დახმარება აღარ სჭირდებათ. ახალგაზრდა მტრედები მიეკედლებიან ჩიტების გუნდს, რომლებიც ბუდესთან ახლოს, მაგალითად მეზობელ პარკში ცხოვრობენ. მტრედებს აქვთ საკუთარი საცხოვრებელი ტერიტორია და თუ, დავუშვათ, რომელიმე მტრედს იქიდან წავიყვანთ, ის აუცილებლად ეცდება უკან, ზუსტად იქვე დაბრუნდეს.
ხუნდებს რომ ვერ ვხედავთ, კარგია, რადგან ისინი ძალიან ულამაზოები არიან. ისინი თითქმის ტიტვლები, იშვიათ, ნახევრად გამჭვირვალე მოვარდისფრო ბუმბულებით არიან შემოსილნი.