შოტლანდიური ტერიერი
შოტლანდიური ტერიერი
ჩას­კვნი­ლი, აქ­ტი­უ­რი, პა­ტა­რა შოტ­ლან­დი­უ­რი ტე­რი­ე­რი იმ­დე­ნად გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ჯი­ში­ა, რომ თა­ვი­სი მშობ­ლი­უ­რი შოტ­ლან­დი­ის არა­ო­ფი­ცი­ა­ლურ სიმ­ბო­ლო­დაც კი იქ­ცა . სი­ჯი­უ­ტის გა­მო მის­გან თვი­ნი­ე­რი ოჯა­ხის ძაღ­ლი არ დგე­ბა. მთის ტე­რი­ე­რებს შო­რის ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი და ერ­თ-ერ­თი ძვე­ლი ჯი­ში – შოტ­ლან­დი­უ­რი ტე­რი­ე­რი და­ახ­ლო­ე­ბით 150 წლის წინ გა­მო­იყ­ვა­ნეს აბერ­დინ­ში. ჯი­შის სტან­დარ­ტი სა­ბო­ლო­ოდ ჩა­მო­ყა­ლიბ­და 1880 წელს, ცხა­რე კა­მა­თის შემ­დეგ. თავ­ნე­ბა ხა­სი­ა­თი­ს მი­უ­ხე­და­ვად, მის­გან შე­სა­ნიშ­ნა­ვი მო­და­რა­ჯე ძაღ­ლი დგე­ბა.

შოტ­ლან­დი­უ­რი ტე­რი­ე­რი ბუ­ნე­ბით ჯი­უ­ტია და ლეკ­ვო­ბი­დან­ვე სჭირ­დე­ბა მკაც­რად აღ­ზრდა, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში ოჯახ­ში არა­ვის და­უ­ჯე­რებს. მი­სი უხე­ში ბეწ­ვი რე­გუ­ლა­რუ­ლად უნ­და ვარ­ცხნოთ, გან­გუ­რის
დროს კი და­მა­ტე­ბი­თი მოვ­ლა ესა­ჭი­რო­ე­ბა. სა­ჭი­რო­ე­ბის მი­ხედ­ვით აბა­ნა­ვეთ ან გა­ა­სუფ­თა­ვეთ მშრა­ლი შამ­პუ­ნით. ძაღ­ლი წე­ლი­წად­ში ორ­ჯერ
სპე­ცი­ა­ლის­ტმა უნ­და გაკ­რი­ჭოს .

Zooclub

ზო­მი­ე­რი სი­დი­დის ეზო­ში შოტ­ლან­დი­უ­რი ტე­რი­ე­რი ივარ­ჯი­შებს და გა­ერ­თო­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბით თუ ბაღის მოსარწყავ მოწყობილობას ჩა­ურ­თავთ. Eეს ძაღ­ლი სი­ხა­რუ­ლით გა­მოგ­ყვე­ბათ სა­სე­ირ­ნოდ ან გე­თა­მა­შე­ბათ პარ­კში და სი­ა­მოვ­ნე­ბით მო­გირ­ბე­ნი­ნებთ გა­დაგ­დე­ბულ ჯოხ­სა თუ სხვა ნივ­თებს.

მონაცემები:
წარმოშობა - შოტლანდია
მთავ. დანიშნ - ნადირობა
ტემპერამენტი - მხიარული, მამაცი
სიც. ხანგრძლივობა - 12-16 წელი
მოვლა - რეგულარული ვარცხნა
ვარჯიში - რეგულ. ზომიერი
მოდარაჯე - ძალიან კარგი

ხვადი
25-28 სმ
9-10 კგ
ძუ
23-25 სმ
8-10 კგ

Zooclub

ტა­ნი
Kკომ­პაქ­ტუ­რი და მკვრი­ვი, სქე­ლი, და­კუნ­თუ­ლი კის­რი­თა და ფარ­თო, დი­დი გულ­მკერ­დით.

ბეწ­ვი
ბალანი უხეში, თივთიკი – ხშირი და რბილი, უძ­ლებს ყო­ველ­გვარ ამინდს; დამახასიათებელი შეფერი-ლობებია: შა­ვი, ხორ­ბლის­ფე­რი ან სხვა­დას­ხვა ფერ­თა ნა­რე­ვი.

თათები
მრგვა­ლი და სქე­ლი, კომ­პაქ­ტუ­რი ბა­ლი­შე­ბი­თა და მა­გა­რი ფრჩხი­ლე­ბით.

თვა­ლე­ბი
Pპა­ტა­რა, შო­რი­შორს ჩამ­ჯდა­რი, ნუ­ში­სე­ბ­რი ფორ­მის, მუ­ქი ყა­ვის­ფე­რი ან თით­ქმის შა­ვი.

სა­ხე
გრძე­ლი და ოდ­ნავ დაწ­ვრი­ლე­ბუ­ლი, გამ­ჭრი­ა­ხი, ამა­ყი გა­მო­მეტყ­ვე­ლე­ბით.

ცხვი­რი
ყოველთვის შავი, დიდი და წინ გამოწეული აქვს, ამიტომ პროფილში ზედა ყბა ქვედაზე გრძელი უჩანს.

კუ­დი
სა­თა­ვე­ში მსხვი­ლი და ბო­ლოს­კენ დაწვრილებული. და­ფა­რუ­ლია მოკ­ლე, უხე­ში თმით.

ფე­ხე­ბი
წი­ნა ფე­ხე­ბი ძვალ­მსხვი­ლი და სწო­რი, უკა­ნა – და­კუნ­თუ­ლი და ღო­ნი­ე­რი.

Zooclub

შოტლანდიურ ტერიერს ტან­ზე ბეწ­ვი გრძლად აქვს და­ტო­ვე­ბუ­ლი, რაც ქვე­დაბო­ლოს მოგ­ვა­გო­ნებს. სა­ხე­ზე კი თხლად აქვს შეკ­რე­ჭი­ლი და წინ ჩა­მო­ვარ­ცხნი­ლი.

გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი კვე­ბა არ ესა­ჭი­რო­ე­ბა, მაგ­რამ, ფრთხი­ლად იყა­ვით, ზედ­მე­ტი არ აჭა­მოთ, რად­გან ამ ჯი­შის ძაღ­ლე­ბი ავად­მყო­ფუ­რად სუქ­დე­ბი­ან და ზარ­მაც­დე­ბი­ან.

შოტ­ლან­დი­უ­რი ტე­რი­ე­რი კარ­გად იც­ნო­ბა ხშირი, გრძელი წვერით და წარ­ბე­ბით. ის ძაღ­ლის ერ­თა­დერ­თი ჯი­შია, რო­მე­ლიც სამ­ჯერ ცხოვ­რობ­და აშ­შ-ის თეთრ სახ­ლში _ რუზ­ველ­ტის, ეი­ზენ­ჰა­უ­ე­რის და უფ­რო­სი ჯორჯ ბუ­შის პრე­ზი­დენ­ტო­ბის პე­რი­ოდ­ში.

Zooclub

რჩევ:
შოტ­ლან­დი­ურ ტე­რი­ე­რებს უყ­ვართ ხე­ტი­ა­ლი, ატა­რეთ საბ­ლით ხალ­ხმრა­ვალ ად­გი­ლებ­ში.
დამახასიათებელია კანის დაავადებები, მათ შორის ალერგიული რეაქცია რწყილებზე.



კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?