თოი პუდელი
თოი პუდელი
მომ­ხიბ­ლავ თოი პუ­დელს მოს­წონს ახ­ლო­ბელ­თა წრე­ში ყოფ­ნა და იდე­ა­ლუ­რი კომ­პა­ნი­ო­ნია მო­ხუ­ცე­ბი­სა და ნაკ­ლე­ბად საქ­მი­ა­ნი ადა­მი­ა­ნე­ბი­სათ­ვის – მათ­თვის , ვი­საც დრო აქვს, რომ ამ პა­წა­წი­ნა ჯამ­ბა­ზის ტა­კი­მას­ხა­რო­ბით გა­ერ­თოს. თოი პუ­დე­ლი იმ ჩვე­უ­ლებ­რი­ვი პუ­დე­ლის შემ­ცი­რე­ბუ­ლი ვა­რი­ან­ტი­ა, რო­მელ­საც გერ­მა­ნი­ა­სა და საფ­რან­გეთ­ში იყე­ნებ­დნენ ნა­ნა­დი­რე­ვი ფრინ­ვე­ლის მო­სა­ტა­ნად. (იხ. გვ. 190). გარ­კვე­ულ დროს ამ სა­სა­ცი­ლო გა­რეგ­ნო­ბის ძაღ­ლით და­ინ­ტე­რეს­დნენ ცირ­კის მეს­ვე­უ­რე­ბი, რად­გან ად­ვი­ლი გა­საწ­ვრთნე­ლი იყო. მგრძნო­ბი­ა­რე და სა­ოც­რად გო­ნი­ე­რი თოი პუ­დე­ლი ძალ­ზე გუ­ლის­ხმი­ე­რია და პატარა ზო­მის მი­უ­ხე­და­ვად, მის­გან ბრწყინ­ვა­ლე მო­და­რა­ჯე ძაღ­ლი დგე­ბა. ის უნ­და აბა­ნა­ოთ რე­გუ­ლა­რუ­ლად და გაკ­რი­ჭოთ
ყო­ველ ექვს
ან რვა კვი­რა­ში ერ­თხელ. ხში­რად შე­უ­მოწ­მეთ და გა­უ­სუფ­თა­ვეთ ყუ­რე­ბი, რომ გო­გირ­დი არ და­უგ­როვ­დეს ან ინ­ფექ­ცია არ შე­ეჭ­რას. ამო­ა­ჭე­რით ყუ­რის ღრუ­ში ამო­სუ­ლი თმაც. ძვე­ლად პუ­დელს ტან­ზე ბეწვს კრეჭ­დნენ, რომ ცურ­ვის დროს ხე­ლი ნაკ­ლე­ბად შე­ე­შა­ლა, სახ­სრებ­სა და კუდ­ზე კი უტო­ვებ­დნენ. ეს ტრა­დი­ცია დღე­საც გრძელ­დე­ბა, თუმ­ცა ზო­გი­ერთ პატ­რონს ბატ­კა­ნი­ვით ერთ ზო­მა­ზე გაკ­რე­ჭი­ლი ძაღ­ლი ურ­ჩევ­ნი­ა. თოი პუ­დე­ლის კბი­ლებს ნა­დე­ბის­გან რე­გუ­ლა­რუ­ლი გაწ­მენ­და ესა­ჭი­რო­ე­ბა.

ამ ძაღლს მოს­წონს სე­ირ­ნო­ბა. თა­ვი­სუფ­ლად სირ­ბი­ლი და თა­მა­ში, რაც მი­სი ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის ძალ­ზე სა­სარ­გებ­ლო­ა. ფი­ზი­კუ­რი ვარ­ჯი­ში მას არ სჭირ­დე­ბა და პატ­რო­ნის გვერ­დით ყოფ­ნა ურ­ჩევ­ნი­ა.

მონაცემები:
წარმოშობა - საფრანგეთი, გერმანია
მთავარი დანიშნ. - ნანადირევის მოტანა
ტემპერამენტი - გონიერი, ერთგული
სიც. ხანგრძლივობა - 15 წელი
მოვლა - ყოველდღიური ვარცხნა
ვარჯიში - რეგულარული, მსუბუქი
მოდარაჯე - ძალიან კარგი


ხვადი
28 სმ
3-4 კგ
ძუ
28 სმ
3-4 კგ

Zooclub

ბეწ­ვი
სქე­ლი, მატყ­ლი­სე­ბუ­რი კუ­ლუ­ლე­ბი, მთლი­ა­ნად წი­თური, თეთ­რი, კრე­მის­ფე­რი, ყა­ვის­ფე­რი, გარ­გა­რის­ფე­რი, შა­ვი, ვერ­ცხლის­ფე­რი ან ცის­ფე­რი.

ტა­ნი
პრო­პორ­ცი­ული და­კუნ­თუ­ლი, ფარ­თო გულ­მკერ­დით.

ფე­ხე­ბი
წი­ნაც და უკა­ნა ფე­ხე­ბიც აქვს სწო­რი და და­კუნ­თუ­ლი.

თათები
პა­ტა­რა და ოვა­ლუ­რი, მკვეთ­რად ამოზ-ნექილი თითებით და მყა­რი ბა­ლი­შე­ბით.

თვა­ლე­ბი
მუ­ქი, ოვა­ლუ­რი.

ყუ­რე­ბი
გრძე­ლი, ფარ­თო და სქლად და­ფა­რუ­ლი ბეწ­ვით.

კუ­დი
ბეწ­ვით უხ­ვად შე­მო­სი­ლი, სი­ა­რუ­ლი­სას ზურ­გის­კენ აზი­დული და ოდ­ნავ გა­დახ­რი­ლი აქვს.

სა­ხე
პა­ტა­რა და წაგ­რძე­ლე­ბუ­ლი, ფხი­ზე­ლი და გო­ნი­ვრული გა­მო­მეტყ­ვე­ლე­ბით.

Zooclub

ამ აქ­ტი­ურ, პა­ტა­რა ძაღლს კუ­ლუ­ლე­ბი­ა­ნი ბეწ­ვი აქვს. ბა­ლა­ნი ეზ­რდე­ბა, მაგ­რამ არ სცვი­ვა, ამი­ტომ თოი პუ­დელს ხში­რად ურ­ჩე­ვენ კომ­პა­ნი­ო­ნად ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლებ­საც ძაღ­ლის ბეწ­ვზე ალერ­გია აქვთ. თოი პუ­დე­ლე­ბის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბი­ა: კვი­რის­ტა­ვის ამო­ვარ­დნი­ლო­ბა, ეპი­ლეფ­სი­ა, დი­ა­ბე­ტი, პროგ­რე­სი­რე­ბა­დი რე­ტი­ნა­ლუ­რი
ატ­რო­ფია და კა­ტა­რაქ­ტა.

რჩევა:
ლეკ­ვის ყიდ­ვი­სას კარ­გად გა­მო­იკ­ვლი­ეთ მი­სი გე­ნე­ტი-­კუ­რი დარ­ღვე­ვე­ბი.
ამ ძაღ­ლებს შე­ნო­ბებ­ში ურ­ჩევ­ნი­ათ ცხოვ­რე­ბა.


nino 10wlis
მყავს თოი პუდელი 5 თვის ხვადი. რამდენ ხანში შეიძლება ბანაობა?კბილები როგორგავუწმინდოთ? აუცილებელია თუ არა ზაფხულში გაკრეჭვა?
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?