თოი პუდელი
თოი პუდელი
მომ­ხიბ­ლავ თოი პუ­დელს მოს­წონს ახ­ლო­ბელ­თა წრე­ში ყოფ­ნა და იდე­ა­ლუ­რი კომ­პა­ნი­ო­ნია მო­ხუ­ცე­ბი­სა და ნაკ­ლე­ბად საქ­მი­ა­ნი ადა­მი­ა­ნე­ბი­სათ­ვის – მათ­თვის , ვი­საც დრო აქვს, რომ ამ პა­წა­წი­ნა ჯამ­ბა­ზის ტა­კი­მას­ხა­რო­ბით გა­ერ­თოს. თოი პუ­დე­ლი იმ ჩვე­უ­ლებ­რი­ვი პუ­დე­ლის შემ­ცი­რე­ბუ­ლი ვა­რი­ან­ტი­ა, რო­მელ­საც გერ­მა­ნი­ა­სა და საფ­რან­გეთ­ში იყე­ნებ­დნენ ნა­ნა­დი­რე­ვი ფრინ­ვე­ლის მო­სა­ტა­ნად. (იხ. გვ. 190). გარ­კვე­ულ დროს ამ სა­სა­ცი­ლო გა­რეგ­ნო­ბის ძაღ­ლით და­ინ­ტე­რეს­დნენ ცირ­კის მეს­ვე­უ­რე­ბი, რად­გან ად­ვი­ლი გა­საწ­ვრთნე­ლი იყო. მგრძნო­ბი­ა­რე და სა­ოც­რად გო­ნი­ე­რი თოი პუ­დე­ლი ძალ­ზე გუ­ლის­ხმი­ე­რია და პატარა ზო­მის მი­უ­ხე­და­ვად, მის­გან ბრწყინ­ვა­ლე მო­და­რა­ჯე ძაღ­ლი დგე­ბა. ის უნ­და აბა­ნა­ოთ რე­გუ­ლა­რუ­ლად და გაკ­რი­ჭოთ
ყო­ველ ექვს
ან რვა კვი­რა­ში ერ­თხელ. ხში­რად შე­უ­მოწ­მეთ და გა­უ­სუფ­თა­ვეთ ყუ­რე­ბი, რომ გო­გირ­დი არ და­უგ­როვ­დეს ან ინ­ფექ­ცია არ შე­ეჭ­რას. ამო­ა­ჭე­რით ყუ­რის ღრუ­ში ამო­სუ­ლი თმაც. ძვე­ლად პუ­დელს ტან­ზე ბეწვს კრეჭ­დნენ, რომ ცურ­ვის დროს ხე­ლი ნაკ­ლე­ბად შე­ე­შა­ლა, სახ­სრებ­სა და კუდ­ზე კი უტო­ვებ­დნენ. ეს ტრა­დი­ცია დღე­საც გრძელ­დე­ბა, თუმ­ცა ზო­გი­ერთ პატ­რონს ბატ­კა­ნი­ვით ერთ ზო­მა­ზე გაკ­რე­ჭი­ლი ძაღ­ლი ურ­ჩევ­ნი­ა. თოი პუ­დე­ლის კბი­ლებს ნა­დე­ბის­გან რე­გუ­ლა­რუ­ლი გაწ­მენ­და ესა­ჭი­რო­ე­ბა.

ამ ძაღლს მოს­წონს სე­ირ­ნო­ბა. თა­ვი­სუფ­ლად სირ­ბი­ლი და თა­მა­ში, რაც მი­სი ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის ძალ­ზე სა­სარ­გებ­ლო­ა. ფი­ზი­კუ­რი ვარ­ჯი­ში მას არ სჭირ­დე­ბა და პატ­რო­ნის გვერ­დით ყოფ­ნა ურ­ჩევ­ნი­ა.

მონაცემები:
წარმოშობა - საფრანგეთი, გერმანია
მთავარი დანიშნ. - ნანადირევის მოტანა
ტემპერამენტი - გონიერი, ერთგული
სიც. ხანგრძლივობა - 15 წელი
მოვლა - ყოველდღიური ვარცხნა
ვარჯიში - რეგულარული, მსუბუქი
მოდარაჯე - ძალიან კარგი


ხვადი
28 სმ
3-4 კგ
ძუ
28 სმ
3-4 კგ

Zooclub

ბეწ­ვი
სქე­ლი, მატყ­ლი­სე­ბუ­რი კუ­ლუ­ლე­ბი, მთლი­ა­ნად წი­თური, თეთ­რი, კრე­მის­ფე­რი, ყა­ვის­ფე­რი, გარ­გა­რის­ფე­რი, შა­ვი, ვერ­ცხლის­ფე­რი ან ცის­ფე­რი.

ტა­ნი
პრო­პორ­ცი­ული და­კუნ­თუ­ლი, ფარ­თო გულ­მკერ­დით.

ფე­ხე­ბი
წი­ნაც და უკა­ნა ფე­ხე­ბიც აქვს სწო­რი და და­კუნ­თუ­ლი.

თათები
პა­ტა­რა და ოვა­ლუ­რი, მკვეთ­რად ამოზ-ნექილი თითებით და მყა­რი ბა­ლი­შე­ბით.

თვა­ლე­ბი
მუ­ქი, ოვა­ლუ­რი.

ყუ­რე­ბი
გრძე­ლი, ფარ­თო და სქლად და­ფა­რუ­ლი ბეწ­ვით.

კუ­დი
ბეწ­ვით უხ­ვად შე­მო­სი­ლი, სი­ა­რუ­ლი­სას ზურ­გის­კენ აზი­დული და ოდ­ნავ გა­დახ­რი­ლი აქვს.

სა­ხე
პა­ტა­რა და წაგ­რძე­ლე­ბუ­ლი, ფხი­ზე­ლი და გო­ნი­ვრული გა­მო­მეტყ­ვე­ლე­ბით.

Zooclub

ამ აქ­ტი­ურ, პა­ტა­რა ძაღლს კუ­ლუ­ლე­ბი­ა­ნი ბეწ­ვი აქვს. ბა­ლა­ნი ეზ­რდე­ბა, მაგ­რამ არ სცვი­ვა, ამი­ტომ თოი პუ­დელს ხში­რად ურ­ჩე­ვენ კომ­პა­ნი­ო­ნად ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლებ­საც ძაღ­ლის ბეწ­ვზე ალერ­გია აქვთ. თოი პუ­დე­ლე­ბის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბი­ა: კვი­რის­ტა­ვის ამო­ვარ­დნი­ლო­ბა, ეპი­ლეფ­სი­ა, დი­ა­ბე­ტი, პროგ­რე­სი­რე­ბა­დი რე­ტი­ნა­ლუ­რი
ატ­რო­ფია და კა­ტა­რაქ­ტა.

რჩევა:
ლეკ­ვის ყიდ­ვი­სას კარ­გად გა­მო­იკ­ვლი­ეთ მი­სი გე­ნე­ტი-­კუ­რი დარ­ღვე­ვე­ბი.
ამ ძაღ­ლებს შე­ნო­ბებ­ში ურ­ჩევ­ნი­ათ ცხოვ­რე­ბა.


tea jegadze
ხომ არ მეტყოდიტ სად უნდა ვიყიდო? ან რა გირს?
maya
მინდა კიდვა სად მირცჰევდიტ,იმიტომ რომ ცჰემს ორ ახლობელს მოუკვდა, მარტალია პული უკან დაუბრუნეს,მაგრამ ბავსჰვები დზაან გულნატკენები დარცჰნენ, მეც ცჰემი სჰვილისტვის მინდა,ამიტომ ვკიტხულობ სახ სჰეიდზლება განსაგი ტოი პუდელის კიდვა?
nana-ს
ნანა, მიმართეთ კინოლოგიურ ფედერაციას, ან კინოლოგიურ კავშირს. იქ შეგირჩევენ ჯიშიან პუდელს და შეძლებთ ყიდვას.
nana
კიდევ თუ გყავთ პუდელი სიამოვნებით ვიკიდი ან ვიცუქებ
nino 10wlis - ს
ცხოველების მოვლისა და ჯანმრთელობის შესახებ დაუსვით კითხვა ვეტერინარს განყოფილებაში "კითხვა-პასუხი" : http://www.zooclub.ge/kithkhvapasukhi.html?view=questions
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?