ციმბირული ჰასკი
ციმბირული ჰასკი
შპი­ცე­ბის ჯგუ­ფის წარ­მო­მად­გე­ნელ ციმ­ბი­რულ ჰას­კის მძი­მე ტვირ­თის დიდ მან­ძილ­ზე გა­და­ტა­ნა და წარ­მო­უდ­გენ­ლად რთუ­ლი ლან­დშაფ­ტის გავ­ლა შე­უძ­ლი­ა . თა­ვი­სი სის­წრა­ფი­თა და ენერ­გი­ით ცნო­ბი­ლი ჰას­კი ხში­რად მიჰ­ყავთ პო­ლა­რულ ექ­სპე­დი­ცი­ებ­ში. ეს ძაღ­ლე­ბი წარ­მო­შო­ბით ციმ­ბი­რი­დან არი­ან, სა­დაც მომ­თა­ბა­რე ჩუქ­ჩებ­მა მარ­ხი­ლებ­ში შე­საბ­მე­ლად და ჩრდი­ლო­ე­თის ირ­მე­ბის სამ­წყემ­სავად მო­ა­შე­ნეს. ეს მე­გობ­რუ­ლი ძაღ­ლე­ბი ნაკ­ლე­ბად იყე­ფე­ბი­ან და მო­და­რა­ჯე ძაღ­ლე­ბად არ ვარ­გა­, მაგ­რამ მა­თი მგლუ­რი გა­რეგ­ნო­ბა მა­ინც აში­ნებს უცხო ადა­მი­ანს. დამ­ჯერ და ალერ­სი­ან ჰას­კის მოს­წონს ოჯა­ხებ­ში ცხოვ­რე­ბა და კარ­გად ეგუ­ე­ბა ბავ­შვებს. წე­ლი­წად­ში ორ­ჯერ თივ­თი­კი უხ­ვად სცვი­ვათ და ამის გა­მო გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი
მოვ­ლა სჭირ­დე­ბათ. ბა­ნა­ო­ბა ძი­რი­თა­დად არ ესა­ჭი­რო­ე­ბათ, რად­გან მათ ბეწვს ჭუჭყი თით­ქმის არ ეკა­რე­ბა. საკ­მა­რი­სია დრო­დად­რო
მშრალი შამ­პუ­ნით გა­სუფ­თა­ვე­ბა.

ციმ­ბი­რულ ჰას­კებს აქვთ ნაზი თივთიკი და გრძე­ლი, უხე­ში ბალანი, რო­მე­ლიც სხვა­დას­ხვა ფე­რია – შა­ვი­დან დაწყ­ე­ბუ­ლი, ქათ­ქა­თა თეთ­რში გა­და­სუ­ლი, ასე­ვე, შე­მოდ­გო­მის ფე­რე­ბით გაწყ­ო­ბი­ლი. მის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლია თეთ­რი ლა­ქე­ბი სა­ხე­ზე.

Zooclub

მონაცემები
წარმოშობა - ციმბირი
მთავარი დანიშნულება - მარხილის გაწევა
ტემპერამენტი - ცელქი, მეგობრული
სიც. ხანგრძლივობა - 10-14 წელი
მოვლა - ვარცხნა კვირაში 2-ჯერ
ვარჯიში - რეგულ, ინტენსიური
მოდარაჯე - სუსტი

ხვადი
53-58 სმ
20-27 კგ
ძუ
51-56 სმ
14-23 კგ

კუ­დი
ფუნ­ჯის ფორ­მის; რო­ცა რაღა-ცას აკვირდება, კუდი ნამ­გა­ლი­ვით მორ­კა­ლუ­ლი და ზურ­გის­კენ აზი­დუ­ლი აქვს, რო­ცა მშვიდად არის – ჩა­მოშ­ვე­ბუ­ლი.

ფე­ხე­ბი
წი­ნა ფე­ხე­ბი სწო­რი და პა­რა­ლე­ლუ­რად გან­ლა­გე­ბუ­ლია, უკა­ნა ფე­ხე­ბი მაგ­რად და­კუნ­თუ­ლი და ძლი­ე­რი.

ტა­ნი
ძლი­ე­რი და კომ­პაქ­ტუ­რი, გა­ნი­ე­რი გულ­მკერ­დი­თა და ამა­ყად მო­ღე­რე­ბუ­ლი კის­რით.

თათები
დი­დი, თა­თე­ბი აქვს, რომელთაც ქათ­ქა­თა ბეწ­ვის გა­მო `თოვ­ლის ფეხ­საც­მელს~ უწო­დე­ბენ. თითებს შო­რის ეზ­რდე­ბა ბეწ­ვი, რომ­ლის მეშ­ვე­ო­ბი­თაც ყი­ნულ­ზე ფე­ხი არ უს­რი­ალ­დე­ბა.

ბეწ­ვი
ნე­ბის­მი­ე­რი ფე­რის, თეთ­რი ლა­ქე­ბით.

თვა­ლე­ბი

ყა­ვის­ფე­რი, ცის­ფე­რი ან მუ­ქი თაფ­ლის­ფე­რი; ხში­რი­ა, რო­ცა ძაღლს სხვა­და-ს­ხვა ფე­რის თვა­ლი აქვს.

სა­ხე
სა­შუ­ა­ლო სიგ­რძი­სა და სი­გა­ნის, ცხვი­რის­კენ თან­და­თან და­ვიწ­რო­ე­ბუ­ლი; მე­გობ­რუ­ლი და ცნობისმოყვარე გა­მო­მეტყ­ვე­ლე­ბით.

ცხვი­რი

ჩა­ლის­ფერ ან შავ ძაღ­ლებს აქვთ შა­ვი ან რუხი ფერის ცხვი­რი; სპი­ლენ­ძის­ფრებს – ღვიძ­ლის­ფე­რი, ხო­ლო ქათ­ქა­თა თეთრებს – ხორ­ცის­ფე­რი.

Zooclub

ციმ­ბი­რულ ჰას­კებს სჭირ­დე­ბათ საკ­მაო რა­ო­დე­ნო­ბის ვარ­ჯი­ში და მა­ღა­ლი ღო­ბით გარ­შე­მორ­ტყმული დიდი ეზო. ღო­ბის ძირ­ში მავ­თუ­ლი უნ­და ჩა­ა­ყო­ლოთ, იმი­ტომ, რომ ამ ძაღ­ლებს შე­უძ­ლი­ათ გა­რეთ გა­საქ­ცე­ვი ორ­მო გა­მოთხ­ა­რონ.

სქელი ბეწ­ვის გა­მო ციმბირუ-ლი ჰასკები შე­უ­ფე­რე­ბელ­ნი არი­ან ცხელ კლი­მა­ტურ პი­რო­ბებ­ში საცხ­ოვ­რებ­ლად. ა­სე­ვე, ზედ­მე­ტად არ უნ­და ავარ­ჯი­შოთ თბილ ამინ­დში. ძალ­ზე სა­სურ­ვე­ლი­ა, თუ წყალ­თან ხში­რად შე­ხე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა ექ­ნე­ბათ, რა­თა სა­ა­თო­ბით იჭყ­უმ­პა­ლა­ონ.

გა­სა­ო­ცა­რი გამ­ძლე­ო­ბი­თა და მუ­შა­ო­ბის სურ­ვი­ლით ცნო­ბი­ლი ციმ­ბი­რუ­ლი ჰას­კე­ბი დი­დად ხა­ლი­სო­ბენ ისე­თი სპორ­ტუ­ლი შე­ჯიბ­რებით, რო­გო­რი­ცაა მარ­ხი­ლებ­ით რბო­ლა. ხრო­ვის ინსტინქტი ერ­თობ ძლი­ე­რია ამ ჯიშ­ში, მეთაური ძაღ­ლი ყო­ველ­თვის წინ მიუძღვის მარ­ხილ­ში შებ­მულ თა­ნა­მოძ­მე­ებს.

Zooclub

რჩევა:
თუ მათ სად­გომს სა­ი­მე­დოდ არ შე­მო­ღო­ბავთ, თვით­ნე­ბუ­რად წავ­ლენ სა­ნა­დი­როდ.
ვარ­ჯი­შის ნაკ­ლე­ბო­ბის გა­მო ეს ძაღ­ლი მო­უს­ვენ­რად გრძნობს თავს.



საბა
მე მყავს 6 თვისაა უკვე და ისე შემაყვარა თავი მის გარეშე არ შემიძლია. თვითონაც ისე შემეჩვია როდესაც სახლიდან მივდივარ ჩემს მოსვლამდე სულ წევს და ყმუის. რაც შეეხება მის მოვლას ნამდვილად არაა ადვილი მოსასვლელი, ნუუ დროთა განმავლობაში დაჭკვიანდება თუ ხელს შევუწყობთ. სულ დარბის წყალთან არის ხშირად. ვისაც დიდი ეზო არ გაქვთ ცოდვაა ნუ მოიყვანთ სახლში
ირინა
მეც მყავს ციმბირული ჰასკი ჯერ 3 თვისაა ძალიან ცელქი და მოუსვენარია უკვე საწოლზე ახტომა ისწავლა და არევდარევაც.ვეთანხმები დავითს საქართველოს კლიმატისთვის ეს ძაღლები ცოდონი არიან.
eka
რამდენ თვეზე უნდა დაამთავროს ამ ჯიშის ძაგლმა ზრდა??
david
მე მყავს მარა შემიძლია ვთქვა რო ცოტას ვნანობ) ვაფშე არ არის ჰასკი საქართველოს კლიმატისთვის ეგ ერთი! კერძო სახლი მაქვს ეზოიანი და მიუხედავად ამისა მაინც ძაან რთული მოსავლელია. მარა ყველაფერს ვუკეთებ რო დატვირთვა ქონდეს და თავი კარგად იგრძნოს) ჯერ 10 თვის არის მარა შემიძლია ვთქვა რო უკვე თითქმის ბოლომდე მოვარჯულე)) თავისუფლად დამყავს გარეთ გაშვებული და პირველივე დაძახებაზე ეგრევე ჩემთან მორბის) მარა მაგრათ გამიჭირდა მორჯულება)) ძალიან ჯიუტი ძაღლია და გამოუცდელ პატრონს ჰასკის ყოლას ნაღდად არ ვურჩევ! მითუმეტეს კორპუსში ძაან ცოდოა . ყველას მინდა ვუთხრა კარგად დაფიქრდით და მარტო ცისფერი თვალების გულისთვის ნუ აიყვანთ. არ არის ჰასკი სახლის ძაღლი ცოდოა თვიტონაც და პატრონიც!
irina
მე მინდა ძალიან ლეკვის შეძენა, მაგრამ ერთი პრობლემა მაქვს ვცხოვრობ კორპუსში... აივანი კი საკმაოდ დიდია დაახლოებიტ 5*5 ზე... რას მირჩევთ ვინც ერკვევით გამიჩირდება მოვლა?
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?