ციმბირული ჰასკი
ციმბირული ჰასკი
შპი­ცე­ბის ჯგუ­ფის წარ­მო­მად­გე­ნელ ციმ­ბი­რულ ჰას­კის მძი­მე ტვირ­თის დიდ მან­ძილ­ზე გა­და­ტა­ნა და წარ­მო­უდ­გენ­ლად რთუ­ლი ლან­დშაფ­ტის გავ­ლა შე­უძ­ლი­ა . თა­ვი­სი სის­წრა­ფი­თა და ენერ­გი­ით ცნო­ბი­ლი ჰას­კი ხში­რად მიჰ­ყავთ პო­ლა­რულ ექ­სპე­დი­ცი­ებ­ში. ეს ძაღ­ლე­ბი წარ­მო­შო­ბით ციმ­ბი­რი­დან არი­ან, სა­დაც მომ­თა­ბა­რე ჩუქ­ჩებ­მა მარ­ხი­ლებ­ში შე­საბ­მე­ლად და ჩრდი­ლო­ე­თის ირ­მე­ბის სამ­წყემ­სავად მო­ა­შე­ნეს. ეს მე­გობ­რუ­ლი ძაღ­ლე­ბი ნაკ­ლე­ბად იყე­ფე­ბი­ან და მო­და­რა­ჯე ძაღ­ლე­ბად არ ვარ­გა­, მაგ­რამ მა­თი მგლუ­რი გა­რეგ­ნო­ბა მა­ინც აში­ნებს უცხო ადა­მი­ანს. დამ­ჯერ და ალერ­სი­ან ჰას­კის მოს­წონს ოჯა­ხებ­ში ცხოვ­რე­ბა და კარ­გად ეგუ­ე­ბა ბავ­შვებს. წე­ლი­წად­ში ორ­ჯერ თივ­თი­კი უხ­ვად სცვი­ვათ და ამის გა­მო გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი
მოვ­ლა სჭირ­დე­ბათ. ბა­ნა­ო­ბა ძი­რი­თა­დად არ ესა­ჭი­რო­ე­ბათ, რად­გან მათ ბეწვს ჭუჭყი თით­ქმის არ ეკა­რე­ბა. საკ­მა­რი­სია დრო­დად­რო
მშრალი შამ­პუ­ნით გა­სუფ­თა­ვე­ბა.

ციმ­ბი­რულ ჰას­კებს აქვთ ნაზი თივთიკი და გრძე­ლი, უხე­ში ბალანი, რო­მე­ლიც სხვა­დას­ხვა ფე­რია – შა­ვი­დან დაწყ­ე­ბუ­ლი, ქათ­ქა­თა თეთ­რში გა­და­სუ­ლი, ასე­ვე, შე­მოდ­გო­მის ფე­რე­ბით გაწყ­ო­ბი­ლი. მის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლია თეთ­რი ლა­ქე­ბი სა­ხე­ზე.

Zooclub

მონაცემები
წარმოშობა - ციმბირი
მთავარი დანიშნულება - მარხილის გაწევა
ტემპერამენტი - ცელქი, მეგობრული
სიც. ხანგრძლივობა - 10-14 წელი
მოვლა - ვარცხნა კვირაში 2-ჯერ
ვარჯიში - რეგულ, ინტენსიური
მოდარაჯე - სუსტი

ხვადი
53-58 სმ
20-27 კგ
ძუ
51-56 სმ
14-23 კგ

კუ­დი
ფუნ­ჯის ფორ­მის; რო­ცა რაღა-ცას აკვირდება, კუდი ნამ­გა­ლი­ვით მორ­კა­ლუ­ლი და ზურ­გის­კენ აზი­დუ­ლი აქვს, რო­ცა მშვიდად არის – ჩა­მოშ­ვე­ბუ­ლი.

ფე­ხე­ბი
წი­ნა ფე­ხე­ბი სწო­რი და პა­რა­ლე­ლუ­რად გან­ლა­გე­ბუ­ლია, უკა­ნა ფე­ხე­ბი მაგ­რად და­კუნ­თუ­ლი და ძლი­ე­რი.

ტა­ნი
ძლი­ე­რი და კომ­პაქ­ტუ­რი, გა­ნი­ე­რი გულ­მკერ­დი­თა და ამა­ყად მო­ღე­რე­ბუ­ლი კის­რით.

თათები
დი­დი, თა­თე­ბი აქვს, რომელთაც ქათ­ქა­თა ბეწ­ვის გა­მო `თოვ­ლის ფეხ­საც­მელს~ უწო­დე­ბენ. თითებს შო­რის ეზ­რდე­ბა ბეწ­ვი, რომ­ლის მეშ­ვე­ო­ბი­თაც ყი­ნულ­ზე ფე­ხი არ უს­რი­ალ­დე­ბა.

ბეწ­ვი
ნე­ბის­მი­ე­რი ფე­რის, თეთ­რი ლა­ქე­ბით.

თვა­ლე­ბი

ყა­ვის­ფე­რი, ცის­ფე­რი ან მუ­ქი თაფ­ლის­ფე­რი; ხში­რი­ა, რო­ცა ძაღლს სხვა­და-ს­ხვა ფე­რის თვა­ლი აქვს.

სა­ხე
სა­შუ­ა­ლო სიგ­რძი­სა და სი­გა­ნის, ცხვი­რის­კენ თან­და­თან და­ვიწ­რო­ე­ბუ­ლი; მე­გობ­რუ­ლი და ცნობისმოყვარე გა­მო­მეტყ­ვე­ლე­ბით.

ცხვი­რი

ჩა­ლის­ფერ ან შავ ძაღ­ლებს აქვთ შა­ვი ან რუხი ფერის ცხვი­რი; სპი­ლენ­ძის­ფრებს – ღვიძ­ლის­ფე­რი, ხო­ლო ქათ­ქა­თა თეთრებს – ხორ­ცის­ფე­რი.

Zooclub

ციმ­ბი­რულ ჰას­კებს სჭირ­დე­ბათ საკ­მაო რა­ო­დე­ნო­ბის ვარ­ჯი­ში და მა­ღა­ლი ღო­ბით გარ­შე­მორ­ტყმული დიდი ეზო. ღო­ბის ძირ­ში მავ­თუ­ლი უნ­და ჩა­ა­ყო­ლოთ, იმი­ტომ, რომ ამ ძაღ­ლებს შე­უძ­ლი­ათ გა­რეთ გა­საქ­ცე­ვი ორ­მო გა­მოთხ­ა­რონ.

სქელი ბეწ­ვის გა­მო ციმბირუ-ლი ჰასკები შე­უ­ფე­რე­ბელ­ნი არი­ან ცხელ კლი­მა­ტურ პი­რო­ბებ­ში საცხ­ოვ­რებ­ლად. ა­სე­ვე, ზედ­მე­ტად არ უნ­და ავარ­ჯი­შოთ თბილ ამინ­დში. ძალ­ზე სა­სურ­ვე­ლი­ა, თუ წყალ­თან ხში­რად შე­ხე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა ექ­ნე­ბათ, რა­თა სა­ა­თო­ბით იჭყ­უმ­პა­ლა­ონ.

გა­სა­ო­ცა­რი გამ­ძლე­ო­ბი­თა და მუ­შა­ო­ბის სურ­ვი­ლით ცნო­ბი­ლი ციმ­ბი­რუ­ლი ჰას­კე­ბი დი­დად ხა­ლი­სო­ბენ ისე­თი სპორ­ტუ­ლი შე­ჯიბ­რებით, რო­გო­რი­ცაა მარ­ხი­ლებ­ით რბო­ლა. ხრო­ვის ინსტინქტი ერ­თობ ძლი­ე­რია ამ ჯიშ­ში, მეთაური ძაღ­ლი ყო­ველ­თვის წინ მიუძღვის მარ­ხილ­ში შებ­მულ თა­ნა­მოძ­მე­ებს.

Zooclub

რჩევა:
თუ მათ სად­გომს სა­ი­მე­დოდ არ შე­მო­ღო­ბავთ, თვით­ნე­ბუ­რად წავ­ლენ სა­ნა­დი­როდ.
ვარ­ჯი­შის ნაკ­ლე­ბო­ბის გა­მო ეს ძაღ­ლი მო­უს­ვენ­რად გრძნობს თავს.



თამარი
ეს მშრალი შამპუნი სად შეიძლება ვიყიდო ან რა ქვია ვერსად ვპოულობ ((
nata
ჩემი 1 წლისაა, ძლივს ცოტა დაჭკვიანდა, წლამდე მოასწრო და გათხარა უამრავი გვირაბი ბეტონზე, დაღრღნა 2 დივანი 1 სავარძელი, არ დატოვა ცოცხალი არც ერთი ქოთნის ყვავილი თოკიდან ხსნიდა სარეცხს და ფლეთდა, ერთი სიტყვით სულ თავბედს მაწყევლინებდა, როგორც კი გახდა 1 წლის მართლაც ძალიან დაჭკვიანდა :)
tea
მოგესალმებით, 10 დღეა რაც ოჯახში მყავს ახალი ბინადარი 8 თვის ბაქსი. ქალაქში ცხოვრობდა პატარა სახლივით ქონდა გაკეთებული მის ყოფილ პატრონს და იქ ყავდა დაბმული. დიდი ეზო მაქვს, რომ მოვიყვანეთ ორი დღე გიჯივით დავდევდი წამით არ ჩერდებოდა ეტყობა იმდენად მობეზრებული ქონდა დაბმა აღარ იცოდა რა გაეკეთებია, ერთი გაქცევის დროს ვეღარ ვიპოვე გადავატრიალეთ სოფელი და ჰოი საოცრებავ ბუჩქებში შემალული ჩემი ბაქსი იხვს მიირთმევდა . ( სოფელში ვცხოვრობთ და თავისთავად გვყავს შინაური ცხოველები და ფრინველები) მას შემდეგ დაბმული მყავს, იქნებ მირჩიოთ როგორ გადავაჩვიო ფრინველების დევნა ეს თუ აუშვი დაგვტოვებს მშიეერს :) არა და უკვე იმდენად მიყვარს გასაჩუქებლად მენანება.
ლაშა
რაც შეეხება ჭამას უცვალე ხშირად საჭმელები ბოსტნეულის სუპებს მიირთმევს ძალიან კარგად. თევზის ნახარში მოწონს ძალიან....
zura
გეთანხმებით სუყველას,ნამდვილად ერთგულები და ძალიან ცელქები არიან,მეც მყავს ჰასკი, 1 წლის არის მაგრამ საჭმელზე არ გიჟდება,აგარ ვიცი რა ვაჭამო,პრეტენზიული მჭამელია,იქნებ მირჩიოს ვინმემ რამე
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?