ბასენჯი
ბასენჯი
სიმ­პა­თი­ურ, და­კუნ­თულ ბა­სენ­ჯის კა­ტა­სა­ვით უყ­ვარს მოვ­ლა-­ვარ­ცხნა, სა­ხე­საც კი იწ­მენდს თა­თე­ბით. ცნო­ბი­ლი­ა, რომ ამ ჯიშ­მა ყე­ფა არ იცის, თუმ­ცა ჩუ­მად მა­ინც არ არის – რო­ცა რა­ღაც უხა­რი­ა, გა­მოს­ცემს თა­ვი­სე­ბურ ხმებს. მი­სი წი­ნაპ­რე­ბი წარ­მო­შო­ბით აფ­რი­კი­დან არი­ან, სა­დაც მათ სა­ნა­დი­როდ იყე­ნებ­დნენ და აფა­სებ­დნენ უდი­დე­სი ამ­ტა­ნო­ბის გა­მო. ბა­სენ­ჯი ევ­რო­პა­სა და ჩრდი­ლო ამე­რი­კა­ში გა­მოჩ­ნდა XX სა­უ­კუ­ნე­ში. მათ გამ­რავ­ლე­ბის უჩ­ვე­უ­ლო ციკ­ლი აქვთ – ძუ წე­ლი­წად­ში მხო­ლოდ ერ­თხელ მა­კე­ობს. ფხი­ზელ, მო­სიყ­ვა­რუ­ლე, ენერ­გი­ულ და ცნო­ბის­მოყ­ვა­რე ბა­სენ­ჯის უყ­ვარს თა­მა­ში და თუ ლეკ­ვო­ბი­დან­ვე გა­იწ­ვრთნე­ბა, მის­გან ოჯა­ხის შე­სა­ნიშ­ნა­ვი ძაღ­ლი დად­გე­ბა. მით
უფ­რო, რომ ჭკვი­ა­ნია და ად­ვი­ლად ით­ვი­სებს ნას­წავლს. გლუ­ვი, მოკ­ლე აბ­რე­შუ­მი­ვით ბეწ­ვი ად­ვი­ლი მო­სავ­ლე­ლი­ა. შამ­პუ­ნი გა­მო­ი­ყე­ნეთ
მხო­ლოდ აუ­ცი­ლებ­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში. ინ­ტენ­სი­უ­რი, ყო­ველ­დღი­უ­რი ვარ­ჯი­ში ფორ­მა­სა და სი­ჯან­სა­ღეს შე­უ­ნარ­ჩუ­ნებს. აქვს სიმ­სუქ­ნი­სა და სი­ზარ­მა­ცის­კენ მიდ­რე­კი­ლე­ბა და პატ­რო­ნის­გან მკაც­რი კონ­ტრო­ლი სჭირ­დე­ბა.

Zooclub

ეს ფხი­ზე­ლი და და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ჯი­ში ნა­დი­რობს სუ­ნის აღე­ბი­ს უნარისა და კარ­გი მხედ­ვე­ლო­ბის მეშ­ვე­ო­ბით. პატ­რო­ნის ერთგულ ბა­სენ­ჯის თა­ვი შორს უჭი­რავს ფე­ხე­ბი
წი­ნა ფე­ხე­ბი აქვს სწო­რი, გრძე­ლი, ძლი­ე­რი და მოქ­ნი­ლი, კარ­გად გა­მოკ­ვე­თი­ლი მყესებით. უ­კა­ნა ფე­ხე­ბი ძლი­ე­რი და და­კუნ­თუ­ლია.

მონაცემები:
წარმოშობა - აფრიკა
მთავარი დანიშნულება - ნადირონა
ტემპერამენტი - დამოუკიდ., ცელქი
სიც. ხანგრძლივობა - 12-14 წელი
მოვლა - ყოველკვ. ვარცხნა
ვარჯიში - ინტენსიური
მოდარაჯე - ცუდი

ხვადი
41-43 სმ
10-12 კგ
ძუ
38-41 სმ
9-10 კგ

Zooclub

კუ­დი
მჭიდ­როდ დახ­ვე­უ­ლი და გა­ვა­ზე დადებული.

ბეწ­ვი

Mმოკ­ლე და მშვე­ნი­ე­რი, ღია წაბ­ლის­ფე­რი, წი­თე­ლი, შა­ვი, სამ­ფე­რი, ან აჭ­რე­ლე­ბუ­ლი – ყვე­ლა მათ­განს კი ტერ­ფე­ბი, მკერ­დი და კუ­დის წვე­რი თეთ­რი აქვთ.

თათები
პა­ტა­რა, ოვა­ლუ­რი და კომ­პაქ­ტუ­რი, სქე­ლი ბალიშებითა და მკვეთ­რად ამოზნექილი თითებით.

ტა­ნი
Kკომ­პაქ­ტუ­რი, და­კუნ­თუ­ლი და სა­შუ­ა­ლო ზო­მის.

სა­ხე
Eე­ლე­გან­ტუ­რი და ოდ­ნავ წაგ­რძე­ლე­ბუ­ლი, ფხი­ზე­ლი, ცნო­ბის­მოყ­ვა­რე გა­მო­მეტყ­ვე­ლე­ბით.

თვა­ლე­ბი

მუ­ქი თაფ­ლის­ფე­რი და ყა­ვის­ფე­რი, ნუ­შის ფორ­მის.

ცხვი­რი

შა­ვი, ფარ­თო და ტყა­ვი­სებ­რი.

Zooclub

თა­ვის მშობ­ლი­ურ აფ­რი­კა­ში სა­ნა­დი­რო ოს­ტა­ტო­ბით ნა­ქებ ბა­სენ­ჯებს ძველ ეგ­ვიპ­ტე­ში ფა­რა­ო­ნებს უძღ­ვნიდ­ნენ სა­ჩუქ­რად. ეს ჯი­ში ინ­გლის­ში 1937 წელს შეიყვანეს, მისი ლეკ­ვე­ბი კი ამერიკაში 1941 წელს გამოჩნდნენ. რო­ცა ეს ძაღ­ლი შე­მარ­თუ­ლია სა­ნა­დი­როდ, მი­სი შუბ­ლი იღა­რე­ბა ნა­ო­ჭე­ბით, რაც მას პირ­ქუშ გა­მო­მეტყ­ვე­ლე­ბას ანი­ჭებს.


რჩევა:
ბა­სენ­ჯის უყ­ვარს სი­მაღ­ლე­ებ­ზე ცოც­ვა და იოლად შე­უძ­ლია გა­და­ლა­ხოს რკი­ნისბა­დი­ა­ნი ღო­ბე.
მათ უყ­ვართ ღეჭ­ვა. მი­ე­ცით ისე­თი სა­თა­მა­შო­ე­ბი, რო­მელ­საც და­სა­ღე­ჭად გა­მო­ი­ყე­ნე­ბენ.უცხ­ო­ე­ბი­სა­გან. აქვს გა­მორ­ჩე­უ­ლი სი­ა­რუ­ლის მა­ნე­რა.



ტეგები
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?