ძაღლის 12 ჯიში, რომლებიც იშვიათად ყეფენ
ძაღლის 12 ჯიში, რომლებიც იშვიათად ყეფენ
ძაღლის აყვანას გეგმავთ, მაგრამ არ მოგწონთ, როდესაც შინაური ცხოველი გამუდმებით ყეფს? განაგრძეთ კითხვა და გაეცანით ყველაზე მშვიდი ბუნების ჯიშებს, მაგრამ მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ ყველაზე მშვიდი ძაღლებიც კი, პერიოდულად ყეფენ. არ არსებობს გარანტია, რომ განსაზღვრულ ჯიშთან დაკავშირებით პრობლემა არ შეგექმნებათ. 

როგორ გადავაჩვიოთ ძაღლი ყეფას?

კინოლოგების რჩევით, მნიშვნელოვანია ძაღლის კეთილდღეობაზე ვიზრუნოთ. გარდა ამისა, სწორედ დავტვირთოთ ცხოველი, როგორც ფიზიკურად, ისე გონებრივად.

და მაინც, ჩამონათვალში მოხვდნენ ძაღლის ის ჯიშები, რომლებიც სხვებზე გაცილებით ნაკლებს ყეფენ.

ბასენჯი

Zooclub

ამ ჯიშს ხორხის უჩვეულო ფორმა აქვს. სწორედ ამიტომ, მას არ
შეუძლია ყეფა და ამის მაგივრად უცნაურ ხმებს გამოსცემს. მაგრამ არ ინერვიულოთ, მას დიდი ხნით ხმიანობა
თავადაც არ სიამოვნებს. ბასენჯი​ მშვიდი, ჭკვიანი და ენერგიული ჯიშია. რაც მთავარია, მას აუცილებლად სჭირდება პოზიტიური წვრთნა და ადეკვატური ვარჯიშები.

გერმანული დოგი

Zooclub

ყველა ჩვენგანმა იცის, რომ ეს ძაღლის უზარმაზარი ჯიშია (ხვადი შესაძლოა, 90 კგ-მდე იწონიდეს) და თუ ყეფას დაიწყებს, მას საკმაოდ მაღალი ხმა აქვს. მიუხედავად ამისა, ეს არც ისე ხშირად ხდება.  გერმანული დოგის პატრონები დაეთანხმებიან მოსაზრებას, რომ ის საოცრად მშვიდი ხასიათით გამოირჩევა და მისი გაწვრთნა არც თუ ისე რთულია.

ნიუფაუნდლენდი

Zooclub

ნიუფაუნდლენდი საუკეთესოდ ცურავს, ამიტომ სამაშველო სამუშაოებში შეუცვლელი დამხმარეა. ამასთანავე, ეს ჯიში მშვიდია და ბევრს არ ყეფს. მას ბავშვები ძალიან უყვარს და  ხშირად "ძიძა ძაღლს" უწოდებენ.

ინგლისური ბულდოგი და ფრანგული ბულდოგი

Zooclub

თამაშის მოყვარული  ჯიში, საოცრად მშვიდი ხასიათით გამოირჩევა. ცნობილია, რომ მას ძილი და სავარძელზე ნებივრობა ძალიან მოსწონს. და რაც მთავარია, ყეფა დიდად არ უყვარს.

ირლანდიური სეტერი

Zooclub

აქტიური და ჭკვიანი ჯიში, რომლისთვისაც მთავარია აქტიური და ენერგიული ცხოვრება. სანამ ირლანდიური სეტერი ფიზიკურ და აზრობრივ ვარჯიშებს საკმარისად აკეთებს, ის იშვიათად დაყეფს.

კა­ვა­ლერ კინგ ჩარლზ სპა­ნი­ე­ლი​

Zooclub

რთულია, გაუძლო მის საყვარელ გამომეტყველებას, ყავისფერ თვალებსა და ფუმფულა დიდ ყურებს. ამ ჯიშს ადამიანების გარემოცვა განსაკუთრებით ახარებს. მისთვის ტრაგედიაა პატრონთან დიდი ხნით განშორება. სწორედ, პატრონთან განშორება შეიძლება გახდეს ყეფის მთავარი მიზეზიც.

გრეიჰაუნდი

Zooclub

თბილი და დამოუკიდებლობის მოყვარული ძაღლი, მშვიდი ხასიათით გამოირჩევა. გრეიჰაუნდი სახლში თამაშის დროსაც კი უხმაუროა და ცოტას ყეფს.  ეს მონადირე ჯიშია, რომელიც მსხვერპლს ჩუმად უთვალთვალებს.

შიბა ინუ

Zooclub

შიბა ინუს სამშობლო იაპონიაა, სადაც ის ნადირობისთვის გამოიყვანეს: ეს ჯიში საოცრად სწრაფი და ჭკვიანია. ის ბუნებით დამოუკიდებელი ცხოველია და დიდ ყურადღებას არ მოითხოვს. შიბა ინუ ყეფს იმ დროს, თუ ძალიან გაბრაზებულია ან რაიმეზე ღელავს.

კოტონ დე ტულეარი

Zooclub

უცხო არ არის, რომ ეს პატარა ჯიშის ძაღლი სპეციალურად სამეფო ოჯახისთვის გამოიყვანეს:  ტულეარი საოცრად  მშვიდი და საყვარელი შინაური ცხოველია, მაგრამ მისი გარეგნობა ნუ მოგატყუებთ. ამ ჯიშისთვის მარტოობა დეპრესიის პირველი მიზეზია. ამიტომ, ის ყეფას იწყებს, თუ ხვდება, რომ დაივიწყეს.

სენბერნარი

Zooclub

მოსიყვარულე და ოჯახის ერთგული წევრი, რომლის სამშობლო შვეიცარიაა. სენბერნარი ზოგადად მშვიდია, თუმცა, ის  ყეფას იმ შემთხვევაში იწყებს, თუ მის ტერიტორიაზე  უცხო პირი შეიპარა ან ოჯახის წევრის ყურადღებას ითხოვს.

ჩაუ ჩაუ

Zooclub

ჩაუ ჩაუს ჯიშის ძაღლები ოდესღაც მონასტრებსა და სასახლეებს იცავდნენ. იგი დამოუკიდებელი, მშვიდი და საზრიანია. ყეფა მათი თავდაცვითი რეაქციაა.

მალამუტი

Zooclub

ეს საუკეთესო ჯიშია ოჯახისთვის, მაგრამ შესაძლოა, შეუთავსებელი აღმოჩნდეს მათთვის, ვისაც პატარა ბავშვები ან სახლში სხვა ცხოველი ჰყავს. მალამუტი უძველესი ძაღლის ჯიშია, რომელიც მოიშინაურეს. მის გენებში ჯერ კიდევ მტაცებლის ინსტინქტებია.

წყარო: rd.com

ასევე იხილეთ:

ძაღლის 10 ჯიში, რომელიც მარტივად სწავლობს ბრძანებებს

12 ყველაზე სოციალური ძაღლის ჯიში

ძაღლის 10 უძველესი ჯიში
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?