მიუხედავად ძაღლების ვიზუალური სხვაობისა, ისინი ერთ სახეობას მიეკუთვნებიან, რომლებსაც აქვთ ძაღლისთვის გამოკვეთილი ყველა თვისება: თითქმის ყველა ძაღლი ყეფს, კუდს აქიცინებს და უხარია ადამიანების გარემოცვაში ყოფნა.
შინაური ძაღლი უჩვეულო, მრავალფეროვანი ცხოველის სახეობაა, რომელიც იწყება გრაციოზული თეთრი გერმანული ნაგაზით და გრძელდება
საქმე ისაა, რომ ძაღლის ყველა სახეობას ერთი და იგივე დნმ-ი აქვს ისევე, როგორც გერმანულ დოგსა და ჩიხუახუას.
მკვლევარებმა გაარკვიეს, რომ მეცნიერებაში ცნობილი რამდენიმე გენი ახდენს ძაღლის მრავალფეროვან ვიზუალობასა და მის ზომებს.
სპეციალისტებმა 2007 წელს აღმოაჩინეს გენი, რომელიც ძაღლის ზრდაზე მოქმედებს.
გენი IGF1 ერთ-ერთი მთავარი მიზეზია, თუ რატომ იწონის ზოგიერთი ძაღლი 2 კგ-ს და თავსდება ადამიანის ხელის გულზე მარტივად, მაგალითად ჩიხუახუას ჯიშის ძაღლი...
ან იზრდება უზარმაზარი, მაგალითად მასტიფი.
სელექციის შედეგად გამოყვანილია ისეთი ჯიში, როგორიცაა სწრაფი და გრაციოზული გრეინჰაუნდი - დაკვირვებული მონადირე, რომელსაც გამჭრიახი თვალი და გამორჩეული სისწრაფე აქვს.
და ბასეტ ჰაუნდი, მონადირე ძაღლი, გამორჩეული ამტანობითა და საოცარი ყნოსვით.
შარპეი, რომელსაც განსაკუთრებულს ხდის კანის ნაკეცები და ლურჯი-მოშავო ენა, სელექციონერების კიდევ ერთი შედეგია.
ზოგიერთი ჯიში, მაგალითად ვაიმაინერი უნიკალურია დაბალი თივთიკით, რომელსაც არ სჭირდება განსაკუთრებული მოვლა.
შეადარეთ ზევით მოყვანილი მაგალითი გრძელბეწვიან ნიუფაუნდლენდს, რომლის სპეციალურად დაფარული კანის ზედაპირი გაყინულ წაყალში ცურვის საშუალებას აძლევს.
სელექსიამ ძაღლის დრუნჩიც შეცვალა, მაგალითისთვის მოვიყვანთ მწევრის ჯიშს. იგი გამორჩეული მონადირე ძაღლია საოცარი აეროდინამიკური თვისებებით.
თუმცა, სელექციას ნეგატიური შედეგებიც აქვს. მაგალითად, ბულდოგი ერთ-ერთი გამოყვანილი ჯიშია. მისი განსაკუთებული მახასიათებელი მოკლე დინგია, რის გამოც სუნთქვის სერიოზული პრობლემა აქვს.
ადამიანები კვლავ განაგრძობენ ახალი ჯიშების გამოყვანას. მაგალითად, სელექციის შედეგად მიღებული ახალი ჯიში ოქროსფერი დუდლი ოქროსფერი რეტრივერისა და პუდელის ნაჯვარია.
ან პაწაწინა ლაბრადუდლი ანუ ლაბრაპუდელი (Labradoodle) -ლაბრადორის მეტისისა და პუდელის მინიატურული სახეობა.
და კიდევ ვინ იცის, როგორ ახალ ჯიშს გამოიყვანენ მომავალში?!
ასევე იხილეთ:
გერმანული ნაგაზისა და მგლის შეჯვარების შედეგები
თეთრი ლომისა და თეთრი ვეფხვის შვილები
ჰიბრიდი ცხოველები - ისინი სინამდვილეში არსებობენ