გრძელბეწვიანი სელკირკ რექსი
გრძელბეწვიანი სელკირკ რექსი
ჯიშები, რომელთაც წინაპრებად მუშა კატები ჰყავდათ, დღეს, როგორ წესი, მათთან შედარებით დიდი ზომისანი არიან, რაც წმინდა ჯიშებთან მათი შეჯვარების შედეგია.
ამ მხრივ არც სელკირკ რექსია გამონაკლისი, რომელიც ზომაშიც გაიზარდა და გრძელი ბეწვიც განუვითარდა.

მოკლე დახასიათება

უაღრესად თავისებური ჯიშია
შედარებით დიდი ზომის კატაა
ბეწვის ყოველდღიური მოვლა სჭირდება
სტანდარტით დაშვებულია ნებისმიერი ფორმა

ისტორია

სელკირკ რექსის გრძელბეწვიანი ფორმა სპარსულ კატებთან მისი შეჯვარებით შეიქმნა, რისი უპირველესი მიზანიც სელკირკის ბალნის სიგრძის გაზრდა და ამით ბეწვის დახვევის ხარისხის გაძლიერება იყო. თანაც ამგვარი სელექციის შედეგად შეფერილობათა სპექტრიც
გაფართოვდა. ჯიშის ბუნებრივ სილამაზეზე უაყოფითად მოქმედებს მეტისმეტი მოვლა-ვარცხნა, რაც გრძელი ხვეული ბალნის გასწორებას იწვევს. მსგავსი
რამ ემართება სველ ბეწვსაც. ამიტომ კატა გამოფენაზე მხოლოდ ბანაობიდან რამდენიმე დღის შემდეგ გაჰყავთ, როდესაც ბეწვი ბუნებრივ ხვეულ ფაქტურას აღიდგენს და ცხოველიც საუკეთესოდ გამოიყურება.

განმასხვავებელი ნიშნები

ამ ჯიშს დასაბამი მისცა გრძელბეწვიანობის გენის მქონე კატამ, რომელიც მონტანაში გაჩნდა. მის დაყრილ კნუტებს, როგორც ნამდვილი რექსებისთვის არის მიღებული, იმ გეოგრაფიული ადგილის (ამ შემთხვევაში სელკირკის მთების) სახელი დაარქვეს, სადაც გაჩნდნენ. ამ ჯიშს დანარჩენი რექსებისგან გრძელი ბალანი განასხვავებს, რომელიც არც დაპატარვებულა, არც გამქრალა _ უბრალოდ დაეხვია. კიდევ ერთი ძირითადი განსხვავება – სელკირკ რექსებს ბალანი გამუდმებით სცვივათ და ამიტომ ჰიპოალერგენულ კატებად ვერ გამოდგებიან. თამაშის მოყვარული და მიმზიდველი სელკირკ რექსები, გრძელბეწვიანებიც და მოკლებეწვიანებიც,  შესანიშნავი კომპანიონები არიან და ბევრ ქვეყანაში დიდი პოპულარობით სარგებლობენ.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?