error
  • JFTP::connect: Could not connect to host "127.0.0.1" on port 21
Warning: imagepng(): Unable to open '/var/www/html/www.zooclub.ge/cache/captcha/fa5dff617d603a16c07afd3e1a78b4d8.png' for writing: No such file or directory in /var/www/html/www.zooclub.ge/libraries/wslib/html/captcha.php on line 831
ძაღლი, რომელმაც 90 სათამაშოს დასახელება და მათი კატეგორიებად დალაგება იცის (+ვიდეო)
6 წლის ბორდერ კოლიმ, სახელად ვისკიმ, 90-ზე მეტი სათამაშოს დასახელება იცის. პატრონი რომლის სახელსაც იტყვის, მასთან კონკრეტულად ის სათამაშო მიაქვს. გარდა ამისა, მან იცის განსხვავება რგოლს, თოკს, ფრისბისა და ბურთს შორის. ამასთანავე,  შეუძლია ისინი კატეგორიებად შეაგროვოს. როდესაც ვისკი კვლევის ობიექტი გახდა, მან 59 სათამაშოს დასახელება იცოდა, თუმცა, პატრონი აღნიშნავს, რომ მას შემდეგ შინაურმა ბინადარმა თავისი ცოდნის მარაგი გაამდიდრა.

Zooclub

6 წლ
ის კოლის ძალიან ცოტა დარჩა ყველაზე ჭკვიანი ძაღლის ტიტულის მოსაპოვებლად - კოლი, სახელად ჩეიზი, გასულ წელს მოკვდა. მან 1000 სიტყვაზე მეტი იცოდა და ის მსოფლიო რეკორდების წიგნში საპატიო ადგილსაც იკავებდა.

"თავიდან ვერ ვიჯერებდით, რომ ვისკიმ ამდენი სიტყვა იცოდა, ხოლო შემდეგ
ექსპერიმენტი ჩავატარეთ და მისი გონებრივი შესაძლებლობები შევამოწმეთ, რის შემდეგაც მის ცოდნაში სრულიად დავრწმუნდით", - ამბობს უნგრეთის უნივერსიტეტის ბიოლოგი კლაუდია ფუგაცა.

Zooclub

ვისკის პატრონების თქმით, მათ ძაღლისთვის არ უსწავლებიათ ნივთების კატეგორიებად დალაგება, ცხოველმა ეს "თამაში" თავად მოიგონა. მკვლევარები აღნიშნავენ, რომ ვისკისთან ურთიერთობით მათ საშუალება მიეცემათ, მიხვდნენ, ნამდვილად შეუძლია თუ არა ძაღლს გამოარჩიოს აბსტრაქტული კატეგორიები.

Zooclub

ექსპერიმენტის ფარგლებში სპეციალისტებმა ვისკის სხვადახვა სახეობის ოთხი სათამაშო აჩუქეს - რგოლი, ფრისბი, თოკი და ბურთი. კონკრეტულად ეს ნივთები ძაღლს ამ დრომდე ნანახი არ ჰქონდა. შემდეგ ძაღლს პატრონი სთხოვდა, მისთვის მიეტანა ესა თუ ის სათამაშო - მაგალითად, "მომიტანე თოკი". ვისკი, უმეტეს შემთხვევაში, ამოცანას წარმატებით უმკლავდებოდა, მაგრამ თუ ცხოველი ექსპერიმენტის დაწყებამდე პატრონთან ერთად რამდენიმე წუთი ითამაშებდა კონკრეტული ნივთებით, ის ამოცანას უშეცდომოდ ასრულებდა.

Zooclub

სპეციალისტების დასკვნით, ვისკის ინტელექტი იმ ასაკის ბავშვის გონებრივ შესაძლებლობებს უთანაბრდება, რომელიც თავის პირველ სიტყვებს სწავლობს.

Zooclub

"ვისკის უნარები ახლოს არის ადამიანის შესაძლებლობებთან, ვიდრე უმეტესობა ცხოველისა, რადგან ის თავად სწავლობს ნივთების კატეგორიებად დაყოფას, რაც მისთვის სპეციალურად არ უსწავლებიათ. გარდა ამისა, ძაღლი სიტყვებით ხვდება ნივთების მნიშვნელობას", - ამბობს ფუგაცი.

Zooclub

სპეციალისტები განმარტავენ, რომ სიტყვების აღქმის უნარი და არა ხმისა და ტემბრის დამახსოვრება, არც ისე ხშირად გვხვდება ძაღლებში, ხოლო ვისკიმ ეს შესაძლებლობა წარმოადგინა და შედეგი საოცარია.

Zooclub

დიდი შანსია, შედეგებმა დაამტკიცოს, რომ ძუძუმწოვართა უნარები აბსტრაქტულ კატეგორიაში მეტად განვითარებულია, ვიდრე ეს ამ დრომდე სპეციალისტებს ეგონათ.

Zooclub

დღევანდელი მონაცემებით, ვისკის დაახლოებით 1000-მდე სიტყვა ესმის. მას კიდევ ცოტა ვარჯიში სჭირდება, რომ მსოფლიოში ყველაზე ჭკვიანი ძაღლის ტიტული მოიპოვოს და გინესის რეკორდების წიგნში საპატიო ადგილი დაიმკვიდროს.

წყარო: dailymail.co.uk

ასევე იხილეთ: 

ძაღლი, რომელსაც შეუძლია კითხვა და კარზე ზარის დარეკვა

7 წლის პუდელმა, 20-საფეხურიან კიბეზე ორი თათით ასვლაში, მსოფლიო რეკორდი დაამყარა

პოლიციის რიგებში მომსახურე ცხენი დილის რიტუალის გარეშე ფეხზე არ დგება
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?