პოლიციის რიგებში მომსახურე ცხენი დილის რიტუალის გარეშე ფეხზე არ დგება (სახალისო ვიდეო)
ადამიანების უმეტესობას ვერ წარმოუდგენია დილა ჭიქა ჩაის ან ყავის გარეშე. ფიქრობთ, რომ თქვენ ერთადერთი ხართ? 20 წლის ცხენი, სახელად ჯეიკი, 15 წელია, მერისაიდის საგრაფოს (ინგლისი) პოლიციას ემსახურება. ცხოველი მთელი ამ ხნის განმავლობაში საინტერესო ტრადიციას არ ღალატობს.

ჯაიკს უცნაური ჩვევა აქვს - ყოველ დილას ერთი ჭიქა ჩაის დალევით იწყებს. ის მოთმინებით ელოდება, თუ როდის მიუტანენ მოზრდილი ჭიქით ჩაის. ამ რიტუალის გარეშე ცხენი თავის მოვალეობას არ იწყებს.

პოლიციელები ყოველ დილით მიირთმევენ ჩაის და ოთხფეხა მეგობარსაც არ ივიწყებენ. ცხოველი დილის სასმელს უცხიმო რძესთან, ორ ჩაის
კოვზ შაქართან და მცირე რაოდენობით ცივ წყალთან ერთად სვამს.

Zooclub

"ჯეიკი ჩვენთან რამდენიმე წელია, მუშაობს. მას განსაკუთრებული
ხასიათი აქვს. ყველა თანამშრომელმა იცის მისი "ჩაის" ტრადიცია. თუ ის ჩაის ჭიქით დაგინახავთ, აუცილებლად მოგიახლოვდებათ და შეეცდება მის დალევას", - ამბობს პოლიციის დეპარტამენტის ასისტენტი.

პოლიციელებს ხშირად უმუშავიათ ჯეიკთან ერთად საფეხბურთო მატჩების მსვლელობისას. ასევე, ჩაის მოყვარული ცხენი მონაწილეობდა Grand National-ის ყოველწლიურ რბოლაში. მომდევნო წელს ჯეიკი პოლიციის რიგებში მუშაობას დაასრულებს და დამსახურებულ პენსიაზეც გავა.

Zooclub

წყარო: dailymail.co.uk

ასევე იხილეთ:

ცხენს იმდენად არ უნდოდა მუშაობა, რომ პატრონის დანახვისას თავი მოიმკვდარუნა
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?