იპოვეს უპატრონო ლეკვი, რომელიც ძალიან ჰგავს სალვადორ დალის
იპოვეს უპატრონო ლეკვი, რომელიც ძალიან ჰგავს სალვადორ დალის
რამდენიმე კვირის წინ, დალასის (ტეხასის შტატი) ერთ-ერთ ქუჩაზე იპოვეს უპატრონო ლეკვი, რომელიც ძალიან ჰგავს ესპანელ სიურეალისტს - სალვადორ დალის.

ლეკვს შავი "ულვაშით" დოლი დაარქვეს, თუმცა, თავშესაფრის თანამშრომლები მას სალვადორ დალის ეძახიან.

5 კვირის ლეკვი, სახელად დოლი და სალვადორ დალი.

Zooclub

დოლი იმ 11 ლეკვიდან ერთ-ერთია, რომელიც უპატრონო ძუ ძაღლთან ერთად დალასში იპოვეს. ისინი თავშესაფარში გადაიყვანეს, იქ ყველა საჭირო პროცედურა ჩაუტარდათ.

Zooclub

"ულვაშიანი ლეკვი ძალიან საყვარელია. ბედნიერები ვართ, რომ ის ოჯახთან ერთად გადავარჩინეთ. ამჟამად დალასში ლეკვების სეზონია და ჩვენს თავშესაფარში ბევრი ძუ ძაღლია ლეკვებთან ერთად.
ძაღლმა თავის 11 ლეკვთან ერთად აქ ორ კვირაზე მეტი გაატარა. ჩვენ დალასში ვიპოვეთ მზრუნველი ადამიანი,
რომელიც მათ დროებით აიყვანს. ამჟამად დედა თავის ლეკვებთან ერთად საუკეთესო პირობებში, უსაფრთხოდაა", - ამბობს თავშესაფრის წარმომადგენელი ელისონ სილიგი.

Zooclub

აგვისტოს ბოლოს დედა ძაღლსა და მის ლეკვებს ნიუ-იორკში გადაიყვანენ, სადაც მათ მზრუნველ ოჯახებში დააბინავებენ.

წყარო: dailymail.co.uk

ასევე იხილეთ:

ცნობილი ადამიანების ორეული ცხოველები

გორილამ, რომელიც ჯორჯ ქლუნს ძალიან ჰგავს, ყველას გული დაიპყრო!

ძაღლი ადამიანის იერით, სოციალური ქსელის მომხმარებლებში შიშის განცდას იწვევს
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?