გორილამ, რომელიც ჯორჯ ქლუნს ძალიან ჰგავს, ყველას გული დაიპყრო!
გორილამ, რომელიც ჯორჯ ქლუნს ძალიან ჰგავს, ყველას გული დაიპყრო!
იაპონიის ქალაქ ნაგოიას ზოოპარკის დამთვალიერებლები ყვებიან, რომ გორილა შაბანმა მათი გული უბრალოდ დაიპყრო. იაპონელები მას ikemen-ს ეძახიან, რაც ”ლამაზ ბიჭს” ნიშნავს.

შაბანი დღეებს როდენის ”მოაზროვნის” პოზაში ატარებს, ჩაფიქრებული გაჰყურებს სივრცეს და ტკბება თავისი საკმაოდ დამსახურებული დიდებით მედიასა და სოციალურ ქსელებში.

შაბანი ნიდერლანდებში დაიბადა. იაპონიაში კი 2007 წელს გადმოსახლდა. ის დიდი პოპულარობით სარგებლობს იაპონელებს შორის. ასევე, 19 წლის გორილა ორი შვილის შესანიშნავი მამაა.

სოც. ქსელებში შაბანს ახასიათებენ, როგორც ”ლამაზს”, ზედმეტად მშვენიერს”.
გორილამ აღიარება რეკლამის კუთხითაც დაიმსახურა.

შაბანს ასევე ცნობილ ადამიანებს ადარებენ.
მათ შორის ჯორჯ ქლუნსაც.
თავად შეადარეთ...
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?