"დიდი დიღმიდან საბურთალომდე"- უპატრონო ძაღლი 21 ნომერი ავტობუსით მგზავრობს
"დიდი დიღმიდან საბურთალომდე"- უპატრონო ძაღლი 21 ნომერი ავტობუსით მგზავრობს
ცხოველთა მოყვარულების რამდენიმე ჯგუფში გავრცელდა შავი ძაღლის ფოტო, რომელიც ავტობუსის კართან მშვიდად ზის და თითქოს თავის გაჩერებას მოთმინებით ელოდება. მის ყურზე არსებული "საჭდი" კი მიანიშნებს, რომ ძაღლი უპატრონოა. 

Zooclub

Zooclub


"დიდ დიღომში ამოვიდა 21 ნომერში. კონტროლიორი ქვევით უშვებდა და მძღოლმა მოიცადე, თუ შავი ძაღლია გაანებე ეგ საბურთალოზე "ფრესკოსთან" ჩადისო. სითბოსთან იჯდა მთელი გზა და საბურთალოზე ჩავიდა. ყოველდღე ასე დადის თურმე, უკან რითი ბრუნდება ეგ უკვე აღარ ვიცი", – წერს პოსტის ავტორი სოციალურ ქსელში.

როგორც მოგვიანებით ფოტოს კომენტარებში ერთ-ერთმა გოგონამ აღნიშნა, ძაღლს ჯოდი ჰქვია
და დიდ დიღომში, ერთ-ერთ კორპუსში სძინავს. მასზე კორპუსის მაცხოვრებლები ზრუნავენ და როდესაც იპარება, ძალიან ნერვიულობენ.
როგორც აღმოჩნდა, ეს მისი მესამე "გასეირნებაა" და ერთხელ მეტროშიც აღმოჩნდა.



Zooclub
ფოტოების ავტორი: მერი ჯაფარიძე
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?