მაღაზიასთან დროებით დაბმული ძაღლი სარეკლამო აბრით გაიქცა (სახალისო ვიდეო)
ახალ ზელანდიაში, 9 წლის გადარჩენილი ძაღლი სახელად ლილი, მოხალისემ თავშესაფრიდან ქუჩაში სასეირნოდ გაიყვანა. გოგონამ გზად მაღაზიაში შეიარა, ხოლო ლილი სარეკლამო აბრასთან დააბა.

როგორც ჩანს, ძაღლმა ხელსაყრელი მომენტით ისარგებლა, სამანქანო გზისკენ გაიქცა და  სარეკლამო აბრაც თან გაიყოლა. მოხალისე მაღაზიიდან გამოვარდა და ლილის დაედევნა, ძაღლმა სამანქანო მოძრაობა გააჩერა.

გაქცეული ძაღლი საბოლოოდ დაიჭირეს, თუმცა დაჭერამდე გოგონამ  კოკისპირულ წვიმაში დიდხანს ირბინა.

სახალისო კადრები სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა.

ასევე იხილეთ:

ძაღლები, რომლებიც სახლის მცველებად აიყვანეს, თუმცა, წარმოდგენა არ აქვთ, რა უნდა გააკეთონ

მამაკაცი უკმაყოფილო ციკანთან საუბარს ცდილობს

ეზოში შეპარული დათვი ჰამაკში
კომფორტულად მოკალათდა და ნებივრობდა



კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?