მოხალისე მამაკაცი გეპარდების შეჩვევას ცდილობს
მოხალისე მამაკაცი გეპარდების შეჩვევას ცდილობს
სამხრეთ აფრიკის ნაკრძალში მოხალისე ფოლკ უოკერი ცდილობს შეიჩვიოს ავაზები.

უოკერი, დიდი ხნის განმავლობაში, სიფრთხილით ცდილობდა მათი ნდობის მოპოვებას, რაც ნამდვილად კარგად გამოუვიდა.

მან მართლაც, რომ შეაყვარა ამ მტაცებელ ცხოველებს თავი.


"როცა დასასვენებლად ნაკრძალის ტერიტორიაზე ვწვები, ძუ ავაზა ედენი მოდის ჩემთან და ცდილობს ჩემდამი სითბოს გამოხატვას. ისინი ძალიან ფრთხილი და ფაქიზი ცხოველები არიან. მოსწონთ, როცა მათ მიმართ ყუარდღებას გამოვხატავ."- ამბობს უოკერი.

იხილეთ ვიდეო

მიუხედავად შეჩვევისა, სიფრთხილის ნორმების დაცვა აუცილებელია, რადგან თამაშის ან მოფერების დროს, ავაზამ შესაძლოა ადამიანს ზიანი მიაყენოს.

Zooclub

ავაზა ანუ გეპარდი
კატისებრთა ოჯახს მიეკუთვნება. ის ხმელეთის ყველაზე სწრაფი ცხოველია. ავაზა ბინადრობს აფრიკის, შუა აზიის, ინდოეთის უდაბნოებში.
ეს მტაცებელი ძირითადად ანტილოპებით იკვებება. მას დიდი ხანია სხვადასხვა ქვეყანაში ათვინიერებენ. მოთვინიერებული გეპარდები ადამიანებთან ერთად ნადირობენ.

ასევე იხილეთ:

ნაკრძალის თვალიერებისას ავაზა ტურისტების ჯიპში ჩახტა...

მანული-ყველაზე ემოციური ცხოველი დედამიწაზე

ფოსა-ყველაზე იშვიათი ცხოველი დედამიწაზე

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?