პატრონი ირწმუნებოდა, რომ მისი ჰასკი ვეგეტარიანელი იყო. ძაღლს პირდაპირ ეთერში ხორცი მიუტანეს...
"ვეგეტარიანელმა ლუსი კარინგტონმა რამდენიმე წლის წინ აიყვანა თეთრი ჰასკი სახელად, სტორმი. გოგონას თქმით, მისი ბინადარი ლეკვობის პერიოდშიც კი არ ეკარებოდა ხორცს. მას შემდეგ ის ძაღლისთვის ყოველთვის ყიდულობს საკვებს, რომელიც ხორცს არ შეიცავს და მხოლოდ ბოსტნეულისგან შედგება", - წერს გამოცემა "Metro"-ი.

ულამაზესი სტორმი თითქმის მთელი თავისი ცხოვრება ვეგეტარიანულ საკვებს მიირთმევდა, სანამ მის შესახებ ტელე-შოუს წამყვანმა არ შეიტყო და პატრონთან ერთად ის პირდაპირ ეთერში მიიწვია. ლუსიმ იმდენად მოხიბლა ყველა თავისი ბინადრის ისტორიებით, რომ წამყვანმა გადაწყვიტა ექსპერიმენტი პირდაპირ ეთერში ჩაეტარებინა.

სტორმს წინ დაუდგეს ორი
ჯამი - ხორცისა და ბოსტნეულის, როგორც აღმოჩნდა, ძაღლმა ხორცი არჩია და  დიდი სიამოვნებით მიირთვა.

ლუსი
ცოტა გაბრაზდა, რადგან ძაღლმა მისი იმედები არ გაამართლა, თუმცა, პირობა დადო, რომ ამის შემდეგ ძაღლის კვების რაციონში ხორცსაც დაამატებდა. ყველაფრის მიუხედავად, პატრონმა მაყურებლების კრიტიკა დაიმსახურა, ის დაადანაშაულეს ცხოველის მიმართ სასტიკ მოპყრობაში.

ასევე იხილეთ:

შეიძლება თუ არა ძაღლები იყვნენ ვეგეტარიანელები?
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?