მასტიფი, სახელად ბარონი, რომელიც 130 კგ-ს იწონის და სიგრძეში 2 მეტრს აღწევს
მასტიფი, სახელად ბარონი, რომელიც 130 კგ-ს იწონის და სიგრძეში 2 მეტრს აღწევს
ძაღლის ზომების მიხედვით, მისი ხასიათი არასოდეს განისაზღვრება. ეს ბარონია, რომელიც ცხვირის წვერიდან კუდის ბოლომდე 2 მეტრს აღწევს. იგი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი და კეთილი ძაღლია დედამიწაზე.

დიახ, არ მოგესმათ! 130 კგ. ბარონი ჯერ კიდევ პატარაა, რომელიც სულ რაღაც 2 წლისაა და კვლავ ზრდას განაგრძობს.

Zooclub

ოჯახის წევრებს ძალიან უყვართ ბარონი, მიუხედავად იმისა, რომ მის კვებაზე კვირაში 200 დოლარამდე ხარჯავენ.

მასტიფის ჯიშის ძაღლი ყოველდღე მიირთმევს მშრალ საკვებს, დესერტს და ორი დიდი ხორცის ნაჭერს.

Zooclub

"ეს დიდი ბავშვია, რომელსაც ყოველდღე ვანებივრებთ გემრიელი სასუსნავებით. ის ლეკვივით
თამაშობს და ძველებურად ცდილობს ჩვენს ფეხებზე მოკალათდეს, თუმცა, უკვე ძალიან დიდი და მძიმეა", - ამბობს
ძაღლის პატრონი.

Zooclub

პატრონმა ბარონის ზომის ძაღლების საწოლი ვერ იშოვა, ამიტომ სპეციალურად მისთვის მატრასი შეიძინა.

Zooclub

ოჯახმა სახლსა და ეზოში ყველა გასასვლელი გაამაგრა, რათა შინაურმა ბინადარმა თამაშის დროს ბარიერები არ დაანგრიოს.

"საოცარი გიგანტი" მშვიდი და მოსიყვარულეა.

უნდა აღინიშნოს, რომ ბარონი მოხუცთა თავშესაფარში თერაპევტი ძაღლის სტატუსით მუშაობს.

Zooclub

სპეციალისტების თქმით, მისი ზრდის პროცესი კიდევ 2 წლის განმავლობაში გაგრძელდება.

დიდ ძაღლებს ისევე, როგორც პატარებს ოჯახში სიხარული და ბედნიერება მოაქვთ, რადგან მათ ბავშვივით სუფთა გული აქვთ.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?