მასტიფი
მასტიფი
ძალ­ზე ცო­ტა ვინ­მე თუ გა­ბე­დავს იმ ქო­ნე­ბის ხელ­ყო­ფას, რო­მელ­საც მას­ტი­ფი და­რა­ჯობს. ეს დი­დე­ბული, კე­თილ­შო­ბი­ლი ცხო­ვე­ლი, თუ სა­თა­ნა­დოდ გა­იწ­ვრთნე­ბა, უკი­დუ­რე­სად ერ­თგუ­ლი ხდე­ბა ადა­მი­ა­ნე­ბის მი­მართ . არ­სე­ბობს ან­ტი­კუ­რი წყა­რო­ე­ბი მას­ტი­ფის მსგავ­სი დი­დი ძაღ­ლე­ბის შე­სა­ხებ, რომ­ლე­ბიც და­უნ­დო­ბე­ლი და სა­ზა­რე­ლი მებ­რძო­ლე­ბი იყ­ვნენ. მათ სამ­ხედ­რო საქ­მე­სა და ნა­დი­რო­ბის დროს იყე­ნებ­დნენ. ამ ჯი­შის ამ­ჟა­მინ­დე­ლი წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის ზუს­ტი სა­ხე­ლია ძველ­ინგლი­სუ­რი მას­ტი­ფი, რად­გან ძვე­ლი ინ­გლი­სუ­რი ორი ხა­ზის შთა­მო­მავ­ლე­ბი არი­ან. თუ გსურთ, რომ ეს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მო­და­რა­ჯე ძაღ­ლი და­გე­მორ­ჩი­ლოთ, დაყ­ვა­ვე­ბით, მაგ­რამ მტკი­ცედ უნ­და მარ­თოთ. სწო­რი გაწ­ვრთნის შე­დე­გად მას­ტი­ფი პატ­რო­ნის დამ­ჯე­რი და
ერ­თგუ­ლი იქ­ნე­ბა. მაგ­რამ იცო­დეთ, თუ და­უთ­მეთ, მი­სი შემ­დგო­მი და­მორ­ჩი­ლე­ბა ძალ­ზე გა­გი­ჭირ­დე­ბათ. გლუ­ვი, მოკ­ლე ბეწ­ვი ად­ვი­ლი
მო­სავ­ლე­ლი­ა. და­ვარ­ცხნეთ ჯაგ­რი­სით და გაწ­მინ­დეთ პირ­სა­ხო­ცის ნაჭ­რით ან ზამ­შით, რომ ბრწყი­ნავ­დეს. აბა­ნა­ვეთ ან აუ­ცი­ლებ­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში გა­ა­სუფ­თა­ვეთ მშრალი შამ­პუ­ნით.

Zooclub

მას­ტი­ფე­ბი მიდ­რე­კილ­ნი არი­ან სი­ზარ­მა­ცის­კენ, მაგ­რამ ისი­ნი ჯან­სა­ღად და ბედ­ნი­ე­რად იგ­რძნო­ბენ თავს რე­გუ­ლა­რუ­ლი ვარ­ჯი­შის შემ­თხვე­ვა­ში. Eეს ძაღ­ლე­ბი ყო­ველ­თვის საბ­ლით უნ­და იყო­ლი­ოთ ხალ­ხმრა­ვალ ად­გი­ლებ­ში. რამ­დე­ნა­დაც მას­ტი­ფებს მე­ტე­ო­რიზ­მის­კენ აქვთ მიდ­რე­კი­ლე­ბა, ჯობს, აჭა­მოთ დღე­ში ორ­-სამ­ჯერ და მცი­რე ულუ­ფე­ბით, ვიდ­რე, ერ­თხელ და ბევ­რი.


მონაცემები:
წარმოშობა - ინგლისი
მთავარი დანიშნულება - სამხ. საქმე, ნადირობა
ტემპერამენტი - სანდო, მამაცი
სიც. ხანგრძლივობა - 7-14 წელი
მოვლა - რეგულარული ვარცხნა
ვარჯიში - რეგულ. ზომიერი
მოდარაჯე - განსაკუთრებით კარგი

ხვადი
76 სმ
72 კგ

ძუ
69 სმ
68 კგ

Zooclub

მას­ტიფს დრუნ­ჩი, ყუ­რე­ბი და ცხვი­რი შა­ვი აქვს. თვა­ლე­ბის ფე­რი იცვლება მუ­ქი თაფ­ლის­ფრი­დან მუქ ყა­ვის­ფრამ­დე.

კუ­დი
მაღ­ლა მდე­ბა­რე, ძირში სქელი, შემ­დეგ და­ვიწ­რო­ე­ბუ­ლი, სწო­რი ან მოხ­რი­ლი.


ტა­ნი
დი­დი და ძლი­ე­რი, სქე­ლი, და­კუნ­თუ­ლი კის­რი­თა და ფარ­თო გულ­მკერ­დით.


ბეწ­ვი
Mმოკ­ლე, ხში­რი, უხე­ში და დაწოლილი; ძირითადი შეფერილობებია: გარგარისფერი, ვერცხლისფერი, ჩალისფერი ან ვეფხვისებური.

ფე­ხე­ბი
წი­ნა ფე­ხე­ბი სწო­რი და მკვეთ­რად ძვლო­ვა­ნი, უკა­ნა – ფარ­თო და და­კუნ­თუ­ლი.

სა­ხე
ფარ­თო და ღო­ნი­ე­რი, გამ­ჭრი­ა­ხი, ფხი­ზე­ლი და გო­ნი­ვრული გა­მო­მეტყ­ვე­ლე­ბით.

ცხვი­რი
შა­ვი, დი­დი და ფარ­თო ნეს­ტო­ე­ბით.

თათები

სა­შუ­ა­ლო ზო­მის, მრგვა­ლი, მკვეთ­რად ამო­ბურ­ცუ­ლი თითებით, სქე­ლი, უხე­ში ბა­ლი­შე­ბი­თა და შა­ვი ფრჩხი­ლე­ბით.


რჩევა:
მასტიფის მართვისთვის აუ­ცი­ლე­ბე­ლია მისი მტკი­ცედ, მაგ­რამ დაყ­ვა­ვე­ბით გაწვრთნა.
მას­ტი­ფებს შე­იძ­ლე­ბა და­ე­მარ­თოს თე­ძოს დის­პლა­ზი­ა, მე­ტე­ო­რიზ­მი და თვა­ლის და­ა­ვა­დე­ბა.




ტეგები
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?