მოპსმა დაგიმ კიმ კარდაშიანის სექსუალური სელფები განასახიერა (+ფოტო)
მოპსმა დაგიმ კიმ კარდაშიანის სექსუალური სელფები განასახიერა (+ფოტო)
არავისთვის არ არის საიდუმლო, რომ კიმ კარდაშიანი სელფის დედოფალია. სულ ახლახანს მან საკუთარი სელფების წიგნიც კი გამოსცა.

ამ შესანიშნავი მიზეზის გამო, პორტალმა "Mashable"-მა ცნობილი მოპსი დაგი მოიპატიჟა, რომ ფოტოები კიმ კარდაშიანის სტილში გადაეღოთ.

რაც შეეხება თავად კიმს, ერთ-ერთ ინტერვიუში მან საკუთარი წარმატებული სელფების საიდუმლო გაამჟღავნა: ამისთვის ცოტა მეტი ძალისხმევა დაგჭირდებათ - კარგ განათებასა და კამერის სწორ მდგომარეობასთან ერთად, საჭიროა საკუთარი ხელსაყრელი რაკურსის დაკავება და აუცილებლად კონტურინგის გაკეთება.

დაგის ინსტაგრამს უკვე 3 მილიონამდე ხელმომწერი ჰყავს. რა თქმა უნდა, ის ჯერ კიდევ შორსაა
კიმის 101-მილიონიანი ხელმომწერიან გვერდამდე, მაგრამ ეს ყველაფერი დროის ამბავია.

სხვათაშორის, სულ ახლახანს გამოვიდა დაგის წიგნიც,
სახელწოდებით: ”ძაღლი დაგი: პოპ-კულტურის მეფე”.
გალერეა
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?