ავსტრალიის ბევრ შტატში პიტბულის ყოლა აკრძალულია, რადგან ხელისუფლებამ ამ ჯიშს საზოგადოებისთვის საშიში შინაური ცხოველის სტატუსი მიანიჭა. ამ კანონის წინააღმდეგ პიტბულის მოყვარულები და ცხოველთა დამცველები დიდი ხანია იბრძვიან, თუმცა, პროცესი ნელი ტემპით მიდის, რადგან დრომოჭმულ აზროვნებასთან ბრძოლა
სწორედ ცრურწმენების დამსახურებით პიტბული ბადი სიკვდილისთვის იყო განწირული, ძაღლი ცხოველთა დამცველებისა და მოყვარულების წყალობით ევთანაზიას გადაურჩა.
ბადი ადამიანის მკვლელობის მცდელობაში დაადანაშაულეს მას შემდეგ, რაც იგი თავს დაესხა ქალს, რომელიც საკუთარ შვილებს მდინარეში ახრჩობდა. დედამ 5 წლის ბავშვის დახრჩობა მოასწრო, ხოლო 9 წლის ბავშვი ბადის დახმარებით გადარჩა. მოწმეები და სამართალდამცველები ტრაგედიის დეტალებში მოგვიანებით გაერკვნენ. გამოძიების დასაწყისში პოლიციამ დაადგინა, რომ პიტბული ბავშვებს თავს დაესხა, ამიტომ ძაღლს სიკვდილის განაჩენი გამოუტანეს. ევთანაზიის დღე დანიშნული იყო, მაგრამ ბადის პატრონის თავგანწირული ბრძოლით, რომლითაც განაჩენის გადადებასა და საქმის თავიდან განხილვას მიაღწიეს, ძაღლს სიცოცხლე შეუნარჩუნდა.
როგორც აღმოჩნდა, ქალი დიდი ხნის განმავლობაში ფსიქიკური პრობლემებით იტანჯებოდა და რომ არა ბადი, ორივე შვილს მოკლავდა.
როდესაც ადგილობრივმა მცხოვრებლებმა საქმის ვითარება შეიტყვეს, გმირი ძაღლის გადასარჩენად ყველა გაერთიანდა. მათ დაიწყეს გავრცელება ცხოველის პეტიციისა, რომელსაც ხელი 50 000-მა ადამიანმა მოაწერა და განაჩენი გაუქმდა.
ბადის დამცველებმა ცხოველთა მოყვარულებს მიმართეს თხოვნით, გაევრცელებინათ ეს ისტორია და ყველასთვის ეჩვენებინათ, რომ პიტბული ისეთივე დამცველი და ერთგულია, როგორც სხვა ჯიშის ძაღლები. ყოველივე დამოკიდებულია ცხოველის აღზრდაზე.