მამაკაცს წარმოდგენა არ ჰქონდა, რომ სათვალთვალო კამერა მას იღებდა... (+ვიდეო)
მამაკაცს წარმოდგენა არ ჰქონდა, რომ სათვალთვალო კამერა მას იღებდა... (+ვიდეო)
გირესუნუში (თურქეთი) მცხოვრები ბილენთ კალპაკიოღლუმ არ იცოდა, რომ სათვალთვალო კამერა უღებდა, როდესაც მან ყინვასა და თოვლში დაწოლილი უპატრონო ძაღლი დაინახა. ის ცხოველს მიუახლოვდა და საკვები შესთავაზა, ხოლო შემდეგ გაიხადა ქურთუკი და ცხოველს შემოახვია.

"ძაღლს ძალიან სციოდა, ქურთუკი რომ არ დამეფარებინა, სინდისი შემაწუხებდა. იმ დროს, როცა ჩვენ სახლში თბილად ვართ მოკალათებულნი, საცოდავი ცხოველები ყინვაში იღუპებიან," - ამბობს მამაკაცი.

იხილეთ ვიდეო

ეს ადამიანობის, თანაგრძნობისა
და დაუცველი არსებების მიმართ მზრუნველობის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია. 

ქალაქ გირესუნუს მერმა, ქერიმ აკსუმ, მამაკაცს გადასცა ჯილდო ცხოველებისადმი მზრუნველობისა და ლოიალური დამოკიდებულებისთვის.

"ამ საქციელით, მან ადამიანებს მაგალითი მისცა. ცხოველები ჩვენი მეგობრები არიან. ჩვენ გვიყვარს
ადამიანები, გვიყვარს ჩვენი ქალაქი და ყოველთვის ერთმანეთის გვერდით ვდგავართ. არ აქვს მნიშვნელობა, ვინ ან რა იქნება, ჩვენ ყოველთვის უნდა გავუწოდოთ მას დახმარების ხელი", - ამბობს ქალაქის მერი.

ასევე იხილეთ:

წყვილმა გადაარჩინა კატა, რომელსაც თათები მიწაზე მიეყინა

როდესაც მსოფლიოში ყინვა ძლიერდება, ადამიანების სითბო მატულობს და ისინი უსახლკაროებს უფრო მეტად ეხმარებიან...

სტამბულში ადამიანები უპატრონო ძაღლებს ცივი ზამთრის გადატანაში ეხმარებიან
ნანა
გული სითბოთი ამევსო. გაიხარეთ კეთილო ადამიანებო ვინც არც უნდა იყოთ და სადაც არ უნდა იყოთ. სამაგალითო საქციელია.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?