ძაღლმა შობის დღესასწაულზე შემწვარი ინდაური მთლიანად შეჭამა
ძაღლმა შობის დღესასწაულზე  შემწვარი ინდაური მთლიანად  შეჭამა
შობის დღეს ძაღლი ბუბა სამზარეულოში შეიპარა და მთლიანი ინდაური შეჭამა. ცხოველის პატრონი, დევიდ ბარეტი ძაღლის "დანაშაულს" მას შემდეგ მიხვდა, რაც ეს უკანასკნელი იატაკზე დაწვა და მოძრაობა ვეღარ შეძლო. ბუბა იმდენად გაბერილი იყო, რომ ნაბიჯის გადადგმასაც კი ვერ ახერხებდა.

ძაღლმა მხოლოდ ინდაურის ერთი პატარა ნაჭერი დატოვა.

Zooclub

დევიდმა საკუთარი შინაური ბინადრის სახალისო ამბავი ტვიტერზე ფოტოებთან ერთად გამოაქვეყნა.

"წარმოუდგენელია, ჩემმა ძაღლმა მთლიანი ინდაური შეჭამა. დამნაშავე იატაკზე წევს და მოძრაობა არ შეუძლია."-წერს ბუბას პატრონი. 

Zooclub

ოჯახმა შობისთვის ახალი ინდაური შეიძინა, თუმცა, მის ნაჭერს ბუბა ვეღარ მიიღებს.
პატრონმა მას მკაცრი დიეტა დაუნიშნა.

ასევე იხილეთ:

"კატა-კლეპტომანმა" მამაკაცის 60 წინდა და საცვალი მოიპარა

ბრიტანეთის
საგარეო საქმეთა მინისტრის კატა პრემიერის სახლიდან მიაბრძანეს


ერთი ციდა ლეკვმა 3 ლომის ბოკვერი ხორცის ნაჭერთან არ მიუშვა
ტეგები
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?