"კატა-კლეპტომანმა" მამაკაცის 60 წინდა და საცვალი მოიპარა
"კატა-კლეპტომანმა" მამაკაცის 60 წინდა და საცვალი მოიპარა
ახალ ზელანდიაში მცხოვრებმა კატამ, სახელად ბრიჯითმა, ორი თვის განმავლობაში სახლში მიიტანა მამაკაცის 50 წინდა და ათი ქვედა საცვალი. პატარა კლეპტომანის პატრონი იძულებული გახდა სოციალურ ქსელში გაევრცელებინა განცხადება ფოტოსთან ერთად, რომ ნაქურდალი ნივთები, მფლობელებს ამოეცნოთ.

ორი თვეა, რაც ყოველ დილას ბრიჯითი თავის პატრონ სარას მამაკაცის საცვლებს "ჩუქნის".

"ეს უკვე აღარ არის სასაცილო. ყოველ დილით ვიღვიძებთ და სახლში უცხო ნივთი გვხვდება. ჩემი უბნის ყველა საფოსტო ყუთში მოვათავსე წერილი. იქნებ ვინმე ეძებს თავის ნივთებს."- წერს სარა.

ქალის განცხადებას არაერთი სახალისო კომენტარი მოყვა. უმეტესობა
მათგანი ბრიჯითს, როგორც საზრიან ცხოველს, ისე აფასებდა.

ასევე იხილეთ:

კატა მაღაზიაში შეიპარა და 1000 დოლარის ღირებულების
ზღვის პროდუქტები შეჭამა


მამაკაცმა პითონი მოიპარა და შარვალში ჩაისვა

კატა მატროსკა ვლადივოსტოკიდან რეციდივისტი გახდა
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?