უსინათლო ძაღლს უეცრად თვალი აეხილა და ყველა დაინახა….
უსინათლო ძაღლს უეცრად თვალი აეხილა და ყველა დაინახა….
როქსის პატრონებმა ის 4 წლის ასაკში აიყვანეს. ეს იყო ყველაზე მოძრავი ძაღლი, რომელიც კი ოდესმე უნახავთ. მაგრამ ერთხელ როქსის ცვლილება დაეტყო.

“მარტში მან ბუთამდე ვერ მიირბინა. მერე ჩენს მეორე ძაღლ მერფიმდე, რაც ძალიან უცნაური იყო”, - ყვება ჯონ რედმონდი, - “შემდეგ დღეს ის უკვე საგნებს ეჯახებოდა.


როქსი სასწრაფოდ Animal Health Trust (AHT) -ში მიყვანეს. გამოკვლევის შემდეგ ექიმმა დაასკვნა, რომ ძაღლი ორივე თვალით დაბრმავდა.

“როქსის ბადურის ჩამოშლა დაუდგინეს”, - ამბობს ექიმი ქეთრინ ლოუსონი. - “ყველა ძაღლი ვერ ექვემდებარება მკურნალობას და ბევრ
შემთხვევაში როგორც როქსი, მიზეზი უცნობია. ეს ძალიან უცნაური შემთხვევაა”.

Zooclub
და ყველა დაინახა…." />

ეს დაავადება ძირითადად გერმანულ ნაგაზებზეა შემჩნეული და შნაუცერის (როქსის ჯიში) შემთხვევა მსგავსი დაავადების დროს არც გაეგოთ. ძაღლს სტეროიდები გამოუწერეს და უკეთესის იმედით სახლში დააბრუნეს.

“როქსი ეჩვეოდა. ჩვენ მერფის ზარი ჩამოვკიდეთ, რომ ის მას გაყოლოდა. შევფუთეთ ბაღში კუთხებიანი საგნები”.

Zooclub

ერთხელაც, როქსი სეირნობდა, როდესაც მისკენ მომავალ 45 მეტრზე მყოფ ადამიანზე რეაგირება მოახდინა. შემდეგ მან თავის ტრიალი დაიწყო, მის გარშემო მორბენალ ბავშვებზე დაკვირვება. პატრონები აღელდნენ და მაშინვე როქსი ვეტერინართან წაიყვანეს.

“ყველა გაოგნებული ვიყავით”, - ამბობს რედმონდი”, - “ვეტერინარმა ტესტის ჩატარება მოითხოვა”.

Zooclub

ტესტის შემდეგ ვეტერინარმა დაადასტურა, რომ როქსის მხედველობა ნაწილობრივ მართლაც დაუბრუნდა.

“ის ჯერ კიდევ მკურნალობს, მაგრამ ყოველ დღე ჩვენ ვტკბებით სიცოცხლით”, - ამბობს რედმონდი.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?