ამ ლაბრადორმა მხედველობა დაკარგა, მაგრამ პატრონის საქციელმა ყველა გააოგნა
ამ ლაბრადორმა მხედველობა დაკარგა, მაგრამ პატრონის საქციელმა ყველა გააოგნა
ცხოვრება სავსეა დადებითი და უარყოფითი მოვლენებით. ერთი უბრალო ძაღლისა და მისი საუკეთესო მეგობრის ტრაგედიამ უამრავი ადამიანი შეძრა.

ექვსი წლის ლაბრადორი ედი უკვე 4 წელია, რაც უსინათლო გრეხემ უესპის ეხმარება. სამწუხაროდ, ედის თავისი პატრონის ბედი ეწია. თუ როგორ მოერია ამ პრობლემას უსინათლო ადამიანი, საოცარია. ეს ისტორია დაგაფიქრებთ იმაზე, თუ რა უნდა გავაკეთოთ, რომ არ მივატოვოთ მეგობარი გასაჭირში.

ედი ერთგულად ემსახურებოდა უსინათლო პატრონს. გრეხემი მის გარეშე ვერ გაუმკლავდებოდა ყოველდღიურ საქმეებს.

Zooclub

სამწუხაროდ, ედი თვალის იშვიათი დაავადებით დაავადდა. ექიმები მისი მხედველობის გადასარჩენად დიდხანს იბრძოდნენ. სოციალურ სამსახურებს
ედის პატრონისთვის ჩამორთმევა სურდათ, რადგან იგი უკვე ვერ ეხმარებოდა მას. მაგრამ გრეხემმა არ მიატოვა თავისი
მეგობარი. მან დაიტოვა ედი და კიდევ ერთი დამხმარე ძაღლი აიყვანა, რომელსაც ედვარდი დაარქვა.

Zooclub

ბედნიერი გრეხემი ორივე ძაღლთან ერთად სეირნობს.

Zooclub

უსინათლო ედი და ახალი მეგობარი ედვარდი მაშინვე დამეგობრდნენ.

Zooclub

გრეხემს უხარია, რომ ახალი მეგობრის დახმარებით, ძველი მეგობარი არ დაკარგა.

Zooclub

საყვარელ სამეულს ახლომახლო ყველა იცნობს და ყველას ძალიან უყვარს.

Zooclub

გრეხემს არასოდეს უნანია ედის დატოვება, მიუხედავად იმისა, რომ ის უსინათლო იყო.

Zooclub

ცხოველსა და ადამიანს შორის ნამდვილი მეგობრობა არსებობს! კეთილი გრეხემი - ამ ფაქტის კიდევ ერთი მტკიცებულებაა!
darejani fruidze
ამას ქვია სიყვარული გმერტმა დიდხამს აცოცხლოს
ბებე
ეს კაცი ბრმა უნდა იყოს და ქართველი პოლიტიკოსები მზეს უნდა უყურებდნენ?
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?