ძაღლი, რომლის სახელიც არავინ იცის, რუმინეთში ყველაზე პოპულარული გახდა. თავიდან მასზე ქალაქის გაზეთებში დაიწერა, შემდეგ "Daily Mail"-ში.
ძაღლმა სახელი თავისი უსაზღვრო ერთგულებით გაითქვა. ჰაჩიკოს მსგავსად, ისიც უკვე წლებია ელოდება თავის დაღუპულ პატრონს და მთელი ამ პერიოდის მანძილზე ცარიელ სახლს იცავს.
ქალაქ მალუ-მარეს მცხოვრებლებმა სცადეს ძაღლის სახლში წაყვანა, მაგრამ ერთგული ბინადარი მაინც ბრუნდებოდა ძველ ადგილას, ამიტომ დროდადრო მას მეზობლები კვებავენ, თან ამას ღობის მეორე მხრიდან
ქალაქ მალუ-მარეს მერმა განაცხადა, რომ “ძაღლი არ არის აგრესიული”, თუმცა, არავის მისცემს სახლის ტერიტორიაზე გადასვლის უფლებას. “ძაღლი პატრონს ელოდება. ის ძალიან სევდიანია”, - ამბობს ქალაქის მერი.